ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2010


ნისლია გულში

ემოციები გზას ვერ პოულობენ, ფორიაქობენ წრეზე
ბურუსს ბინდისფერს თავს ვერ აღწევენ, ვეღარ გადიან მზეზე
ძლიერ დაიღალნენ, უკვე ხვნეშავენ, ძლივსღა იღქვამენ სულს
მაგრამ ისევ ბნელა,  ისევ ბინდია, ისევ ნისლი აქვს გულს.
იმედიც არა სჩანს, მასაც ნისლი ფარავს
ცივა.... ძალიან ცივა...
ემოციები გაიყინება სანამ მზე მათთან მივა.
და ისევ ნისლი... ჯიუტი ნისლი...
არ ჩქარობს არსად და მღერის ნანას
გრძნობებს აძინებს რომ ვერ გაიგონ
შური რომ ლესავს დანას.
მაგრამ გონებამ უნდა იფხიზლოს, დაანთოს ცეცხლის ცისფერი ალი
რომ დაწვას ნისლი და მის საფანტად სულში შეუშვას ძლიერი ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები