ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 დეკემბერი, 2010


ერთი დაგვიანებული და სხვები განწყობა

          ****
ერთი ფოთოლი სხვა ფოთლებს ასცდა,
ჩამოვარდა ადრე ვადაზე,
მოვიდა წვიმა...გამჭვირვალე  ნემსებით  აცრა,
მიაძინა  შუა "ტრასაზე."

          ****
პერიოდი დგას გარდამავალი,
არც შემოდგომა  და არც ზამთარი.
ჩვენ სიცოცხლეშიც დროა მრავალი...-
გარდასვლა არის, უფრო მთავარი!

        ****
სიბნელე ჰაერს ხუთავს...
სიყვარული  ბჟუტავს...
ნელ-ნელა მავსებს
ს ი ც ა რ ი ე ლ ე...-

         
            ****
სივრცე , გამთბარი თქვენი აქ ყოფნით...-
ნუ ჩანხართ, სულაც არ მენაღვლება,
მთავარია რომ ყველგან იგრძნობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები