ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2008


ლოცვა (ექსპრომტი)

ომი არ არის, მაგრამ დღესაც იღვრება სისხლი!...
ომი არ არის... მაგრამ ისევ გვტკივა გულები!...
ომი არ არის... მაგრამ მიწა ირწყვება ცრემლით!
დგანან ფიჭვები, ხანძრებისგან დანაცრულები...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა და
რომელი გვირჩევ, მივუტევოთ თანამდებთ ცოდვა...
რომელი ილტვი, რომ სამოთხე ვიხილოთ მოკვდავთ,
რომელი ზრუნავ, რომ გადარჩეს ადამის მოდგმა,

გვედრებ: ბრწყინვალე დღესასწაულს ფერისცვალების
ფერის ცვალების სასწაულის მიეცი ძალი
და გააბრუნე უკან მტერი, ჩვენზე მოსული...
ღმერთო, მაღალო, დღევანდელ დღეს ქმენ სამართალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები