ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნატა ბუკია
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2010


დეიდა ტასო



მოხუცებულთა თავშესაფარი. არაფრით გამორჩეული ოთახი. ოთახში დგას ერთი საწოლი, პატარა კარადა. დიდი კარადა აქ არაფერშია გამოსადეგი, უბრალოდ ადგილს დაიკავებს. კედელთან მიდგმულია მაგიდა. მაგიდაზე დევს  წყლის დოქი და ერთი ჭიქა, იქვე თეთრი ხელსახოცით გადაფარებული თეფში ერთი ვაშლით და ორი მანდარინით. საწოლთან დგას ორუჯრიანი ტუმბო, ზედ კი ძველ ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა წყვილის გაცრეცილი სურათი. კედელზე რადიომიმღებია ჩამოკიდებული. რადიოდან სიმღერების ჰანგები იღვრება.
იღება კარები და შემოდის თავშესაფრის ერთ-ერთი ბინადარი - დეიდა ტასო.
ტასოს უყვარს თეთრი ფერი, ამიტომ სახე და თმა თეთრი აქვს. ცისფერი თვალები ძველებურად ვეღარ უბრჭყვიალებს. თითქოს, თვალშიც ბევრი თეთრი ფერი დაუმატესო, ისეთი ფერის თვალები აქვს ტასოს. ტანზეც თეთრი კოფტა აცვია. რა ქნას, -  უყვარს კოფტაც და თეთრი ფერიც.
დღეს განსაკუთრებული დღეა. ახალი წელი მოდის. დეიდა ტასოც ემზადება, როგორც შეუძლია. დღეს უთუოდ ესტუმრებათ ვინმე. შეიძლება საახალწლოდ საჩუქრებიც კი დაურიგონ.
ტასო მიდის კარადასთან, გამოაქვს ძველებური, სპილოს ძვლით ინკრუსტირებული ზარდახშა. ზარდახშა სულ არ ჰგავს სახელმწიფო ნომრებით ნიშანდებულ სხვა ნივთებს. ეს ხომ მისია. ეს ნივთი მას ბევრ რამეს ახსენებს.
ზარდახშიდან ამოაქვს ხელთათმანი. გედის ყელივით გრძელი, მაქმანებით გაწყობილი.
ფიქრები შორს მიქრიან. ახსენდება ყველაფერი. შეიძლება რაღაც ხარვეზებით, მაგრამ...
« love" ეს სიტყვა, ყველას ესმის»  ისმის რადიოდან და დეიდა ტასოც მღერის. თვალები ისევ ისე უბრჭყვიალებს, როგორც ადრე...
ოთახში ისმის კაკუნის ხმა. მაგრამ  ეს არ ესმის დეიდა ტასოს. ახლა მისთვის ყველაფერი სულერთია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები