რითმებივით შეგიგროვებ წვიმის წვეთებს, შუბლზე ღარებს მიმოვფანტავ ნისლებით, მაშინ, როცა დაყოვნებას ვეღარ შევძლებ, მაშინ, როცა შენთან აღარ ვიქნები. გავშლი ჰაერს სხივწართმეულმზისფერ ზღურბლზე, ზღვას მოვტაცებ მწვანე თვალებს _ ტალღისფერს, მაშინ , როცა თაიგულად შევკრავ მუზებს, მაშინ, როცა დრო სიმშვიდეს მაღირსებს. კენწერომდე გავზრდი მზერას ალვის ხისთვის, შევაყუჟებ აივნებზე ბეღურებს, მაშინ, როცა შემოდგომა სადმე გზისპირს შემხვდება და ჩემს სულს გაამზეურებს. ჰოდა, მასაც გავეცლები, რაღა ვუთხრა, ფერებით რომ გაქცევის ჟინს ამიშლის, მაშინ, როცა შეგუბებულ წამთა ხუთვა დამთავრდება _ გამეხებით ქარიშხლის... და მე წავალ, ასე უტყვად, უარაფროდ, განშორებას დაერქმევა სასჯელი, დააღამებ უჩემოდ და მიმწვარ ამბორს იგრძნობ გულთან, დავიწყებად დარჩენილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. კარგია თეა 8 ქულა კარგია თეა 8 ქულა
25. და მე წავალ უარაფროდ...
5
და მე წავალ უარაფროდ...
5
24. დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ თქვენ და მეც გამახარეთ-ხოლმე! :)
კატო, კიდევ გაგიმარჯოს! :)
ბაკურ, უდასასრულო ზღაპრის მავნებლობაზე რა გითხრა და დიდად რომ არ დაიმსახურებდა შენს მოწონებას ეს ლექსი, მაგი კი ვიცოდი :) გათხოვებაზე აზრი არ შემიცვლია ჯერჯერობით :))))))))))))))) დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ თქვენ და მეც გამახარეთ-ხოლმე! :)
კატო, კიდევ გაგიმარჯოს! :)
ბაკურ, უდასასრულო ზღაპრის მავნებლობაზე რა გითხრა და დიდად რომ არ დაიმსახურებდა შენს მოწონებას ეს ლექსი, მაგი კი ვიცოდი :) გათხოვებაზე აზრი არ შემიცვლია ჯერჯერობით :)))))))))))))))
21. თეა კარგია როგორც ყოველთვის. მაგრამ სულ ასეთი მოწყენილობა? მესტუმრე, ვეცდები გაგამხიარული თეა კარგია როგორც ყოველთვის. მაგრამ სულ ასეთი მოწყენილობა? მესტუმრე, ვეცდები გაგამხიარული
20. თეა როგორც ყოველთვის რა! :) თეა როგორც ყოველთვის რა! :)
19. კარგი ხარ, ძალიან კარგი კარგი ხარ, ძალიან კარგი
18. ოოოო...მძიმე შემთხვევაა...მე ხელს ვერ მოვკიდებ ამ საქმეს....მაგრამ დაგაკვალიანებ" ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქეთ...ერთი მთაა ,,კავკასია" ქვია...იქ უნდა მიხვიდე...ეთერში ერთ კაცს სძინავს და წელიწადში ერთხელ იღვიძებს...უნდა დაელოდო მის გაღვიძებას...ერთი ვარსკვლავთ მჩხიბავი ეყოლება სტუმრად და ისინი გასწავლიან როგორ დაიბრუნო... 5 ოოოო...მძიმე შემთხვევაა...მე ხელს ვერ მოვკიდებ ამ საქმეს....მაგრამ დაგაკვალიანებ" ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქეთ...ერთი მთაა ,,კავკასია" ქვია...იქ უნდა მიხვიდე...ეთერში ერთ კაცს სძინავს და წელიწადში ერთხელ იღვიძებს...უნდა დაელოდო მის გაღვიძებას...ერთი ვარსკვლავთ მჩხიბავი ეყოლება სტუმრად და ისინი გასწავლიან როგორ დაიბრუნო... 5
17. მ ო ს ა წ ვ ე ვ ი
გთხოვთ ეწვიოთ ჩემს გვერდს და იხილოთ ჩემი ვირტუალური სერიალი პატივისცემით ა ნ ი (სცენარისტ-რეზისორ-ოპერატორ-დამლაგებელი) :) მ ო ს ა წ ვ ე ვ ი
გთხოვთ ეწვიოთ ჩემს გვერდს და იხილოთ ჩემი ვირტუალური სერიალი პატივისცემით ა ნ ი (სცენარისტ-რეზისორ-ოპერატორ-დამლაგებელი) :)
16. ჩემი საყვარელი გოგო... 5 ჩემი საყვარელი გოგო... 5
14. კიდევ გამარჯობა :) კიდევ გამარჯობა :)
13. შემოგევლეე :) შემოგევლეე :)
12. ლამაზია თეა...:) ლამაზია თეა...:)
11. თეა,თეა...რამდენჯერ უნდა გაღიარო? 5 შენ!!! თეა,თეა...რამდენჯერ უნდა გაღიარო? 5 შენ!!!
10. გავშლი ჰაერს სხივწართმეულმზისფერ ზღურბლზე, ზღვას მოვტაცებ მწვანე თვალებს _ ტალღისფერს...
5 გავშლი ჰაერს სხივწართმეულმზისფერ ზღურბლზე, ზღვას მოვტაცებ მწვანე თვალებს _ ტალღისფერს...
5
9. ძალიან მომეწონა კარგო.
ხო იცი შენი ფანი ვარ. ძალიან მომეწონა კარგო.
ხო იცი შენი ფანი ვარ.
8. ძალიან ლამაზია იყო ადგილები სადაც აზრი ძლივს გავიგე,სხვა სიტყვები უკეთესად მოერგებოდნენ მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ლექსი შედგა და მთვარაია კარგი და ჭკვიანი ხარ
ძალიან ლამაზია იყო ადგილები სადაც აზრი ძლივს გავიგე,სხვა სიტყვები უკეთესად მოერგებოდნენ მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ლექსი შედგა და მთვარაია კარგი და ჭკვიანი ხარ
7. სადაა ეს ხალხი, დავაი პოზნაკომიტსიააა :)) სკაიპ ნაპიში სადაა ეს ხალხი, დავაი პოზნაკომიტსიააა :)) სკაიპ ნაპიში
6. და მე წავალ, ასე უტყვად, უარაფროდ, განშორებას დაერქმევა სასჯელი, დააღამებ უჩემოდ და მიმწვარ ამბორს იგრძნობ გულთან, დავიწყებად დარჩენილს.
იმერელი ხარ თუ რაჭველი, კარგი ლექსები გაქვს და!... დამსახურებული 5. და მე წავალ, ასე უტყვად, უარაფროდ, განშორებას დაერქმევა სასჯელი, დააღამებ უჩემოდ და მიმწვარ ამბორს იგრძნობ გულთან, დავიწყებად დარჩენილს.
იმერელი ხარ თუ რაჭველი, კარგი ლექსები გაქვს და!... დამსახურებული 5.
4. ზუსტად ახლა წავიკითხე შენი ლექსი. იმერელი მე ვარ! :) მომიკითხე იმერლები! :) ზუსტად ახლა წავიკითხე შენი ლექსი. იმერელი მე ვარ! :) მომიკითხე იმერლები! :)
3. არა იმერელი არ ვარ, აჭარელი ვარ, უბრალოდ სტუმრად მყავს იმერეთის ანსამბლი. დაგვილიე შენაც :), ჩემი ლექსიც გენახა, რაგაცას ვწვალობ ჩემთვის :)) არა იმერელი არ ვარ, აჭარელი ვარ, უბრალოდ სტუმრად მყავს იმერეთის ანსამბლი. დაგვილიე შენაც :), ჩემი ლექსიც გენახა, რაგაცას ვწვალობ ჩემთვის :))
2. აჩი, დიდი მადლობა. ძალიან გამახარე ეს იმერელი ბავშვი! :) აჩი, დიდი მადლობა. ძალიან გამახარე ეს იმერელი ბავშვი! :)
1. იცი რა კარგია მუსიკოსების თანხლებით წავიკითხე ეს ლექსი და ძალიან მომეწონა, ანსამბლი იმერეთი ჩემს გვერდით თავიანთი აპარატურით უკრავს და მღერის მე კი სიმღერას ვღიღინებ და თან შენს ლექსს ვკითხულობ, ლამაზია ძალიან 5 იცი რა კარგია მუსიკოსების თანხლებით წავიკითხე ეს ლექსი და ძალიან მომეწონა, ანსამბლი იმერეთი ჩემს გვერდით თავიანთი აპარატურით უკრავს და მღერის მე კი სიმღერას ვღიღინებ და თან შენს ლექსს ვკითხულობ, ლამაზია ძალიან 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|