ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


ხანდახან კაცებიც ტირიან...

ვამბობთ, რომ ამქვეყნად ყველაფერს გაუძლებთ,
ძლიერნი ტკივილსაც იოლად აიტანთ
და კლდე დგას როგორი ამაყიც ზღვის თავზე,
ისე სჩანს ყოველთვის თქვენი გზაც ქალიდან...

იცი, რომ ტანჯვამ თუნდ ძარღვიც კი გაწყვიტოს,
კაცი ხარ! - ჯობია ატანას ეცადო,
ტკივილთან გაქცეულს თვალები გაგყიდის,
თვალები ყოველთვის სიტყვაზე მეტს ამბობს.

რთულია დაიწყო ცხოვრება თავიდან,
ცხოვრება - შუაში გაწყვეტილ ფირიდან...
კაცები თავის ცრემლს სხვებთან თუ მალავენ,
არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს ტირიან...

ლიკა ოხანაშვილი
12.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები