ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
13 დეკემბერი, 2010


ჩაძინებულთათვის(ბოლო პოსტი ბლოგიდან)

მართლა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, რა უნდა დავწერო. ამ ბოლო დროს იმდენი რამ მაწუხებს... რამდენიმე დღის წინ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები, ვსაუბრობდით დღევანდელ პრობლემებზე და მე ვამბობდი, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით... ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: თიკო ყველა  ვალდებული არაა ქვეყანას თავი შეწიროსო. უკაცრავად ვინმემ ხომ არ იცით ეს რას ნიშნავს?
მე ვერ მივმართავ ყველა ადამიანს, შემიძლია ჩემს ირგვლივ მყოფთ მივმართო, ვისაც ვიცნობ და ვიცი რასაც ფიქრობენ. მშიშრები ხართ ყველანი, არაფერზე არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, არანაირი ამბიცია არ უნდა გაგაჩნდეთ ცხოვრებაში.
ეს მათ ეხება, ვისაც ღრმა ძილით ძინავს ან იმძინარებს თავს. თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ რა უნდა შეცვალოთ? ფუფ. რას წარმოადგენთ მაშინ?
რისთვის მოდიხართ ამ ქვეყნად, რომ რაღაცას მიაღწიოთ? როგორ ცდებით ჩემო საყვარლებო.
გულს მირევს თქვენი ძალით თავისუფლება, და იცით? თქვენ მართლაც ყველანი მშიშრები ხართ, ხოლო ვისაც საერთოდ არ გაინტერესებთ რა იქნება ამ ქვეყანაში-ორჯერ მეტად მეცოდებით.
წასვლა გინდათ ძალიან ბევრს. ხო და წადით და ნურასდროს დაბრუნდებით, ძალიან ცდებით, როდესაც სადმე უკეთესს ელოდებით. გარბიან ყველა ქვეყნიდან, ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას გაურბინა.
და თუ დარჩები... აი ხო სწორედ შენ, შენ თუ დარჩები და შეეცდები რამის შეცვლას, იქ თავის ქვეყანაში ვიღაცაც ეცდება შეცვალოს რაღაც. საკუთარ სამშობლოს მიხედოს ყველამ-სამყარო ლპება "ფეხზემკიდიობით".

- წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
- ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
- რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
ნუთუ არ მოქმედებს თქვენზე ეს სიტყვები? ნუთუ ასე გადაგვარდით საერთოდ ყველა?
იფიქრეთ, ბევრი იფიქრეთ, ინერვიულეთ, იტკინეთ, იგრძენით ცხოვრება, სიცოცხლე მშიშრების ხვედრი არ არის, უნდა გეტკინოს ძალიან ბევრი. არ არის ეს მაზოხიზმი, ეს ცხოვრებაა, ეს თავისუფლებაა.
პოსტისგან საკმაოდ განსხვავებულ თემას მინდა შევეხო.
ორი გოგოა, ორივეს აქვს სექსი და ორივე აჩენს ბავშვს, მათგან არცერთი არ არის გათხოვილი.
ორივე თვლის, რომ თავისუფალ ნაბიჯს დგამენ. მაგრამ ერთი უბრალოდ რისკავს და ბედს ეთამაშება, მეორეს კი შვილი უნდა-გათხოვება არ. თითქმის ერთნაირი ორი მაგალითია, მაგრამ ერთი სიბრიყვეა, ხოლო მეორე თავისუფლებაა.
გადადგა ნაბიჯი ისე, რომ იყო ამაზე პასუხის მგებელი და თან არ მიაქციო ყურადღება გარშემო მყოფებს-ეს თავისუფლებაა, ხოლო ეცადო დაანახო ყველას შენი თავისუფლება და შეწირო შენი ცხოვრება წინდაუხედავ ნაბიჯს-მართლაც სიბრიყვეა. ეს აქ იმიტომ ვახსენე, რომ ქვეყნის სიყვარული თავისუფლებაა, გმირობაა თავისუფლება და თავისუფლებაა რისკი, მაგრამ რისკი კონკრეტული მიზნისთვის და არა უბრალოდ სიამოვნებისთვის.
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!<თუ შენი სისხლი არ ხმაურობს-აახმაურე,
თუ შენი გული არ ძგერს ჩქარა, როდესაც ამას კითხულობ, ადექი და სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგე.
მოვდივართ ამ ქვეყნად-ისევ მივდივართ.
მეუბნებიან, რომ შეეწირო ამ ქვეყანას მაინც არაფერი შეიცვლებაო,
მერე ვინ მოვა ესენი თუ წავლენო, ეს ყველაფერი მიზეზებია, რომლებსაც იფარებთ თავის სამართლებლად.

გაგიგიათ ალბათ მარო მაყაშვილი, სკოლაში მაინც ახსენებდა ქართულის მასწავლებელი. მარო მაყაშვილი მე მახსოვს, ილია ჭავჭავაძე თითქმის გააქრეს, მაგრამ მე მახსოვს-გულშია, ფიქრებშია. ანუ ისინი ახლა ცოცხლები არიან, მათი ღვაწლი არ დაკარგულა.
ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს-ის მიწა დაიცვას, რომელზეც დაიბადა, ის ხალხი დაიცვას, ვინც მის ქვეყანაში ცხოვრობს.
თუ ვიღაც ქალი 5 კვადრატულ მეტრში ზრდის სხვის შვილს, შენ რა? შენი სირცხვილია, თქვენი და ჩვენი ბრალია ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება, რადგან დიდხანს გვძინავს.

(პოსტში გამოყენებულია მუხრან მაჭავარიანის ლექსები).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები