ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 დეკემბერი, 2010


მარტივი ფილოსოფია

ვფილოსოფოსობ შიგადაშიგ, არცთუ ურიგოდ,
იქ ,ღმერთთან, გავჭერ საკუთარი ჩემი ბილიკი,
ცხოვრება ჩემი არ ყოფილა ვფიქრობ  ურიგო,
თუმც ბევრი იყო შეცდომები, ჭორი, ქილიკი.

საკუთარ  თავში ჩავიხედოთ და ღმერთს ვიპოვნით.
-ძველი სიბრძნეა, მე არაფერს  არ ვამბობ ახალს-
იქ დავინახავთ,  სინამდვილეში რასაც ვიწონით,
ან  მოვახერხებთ  სულიერად, თუ კიდევ,  გაზრდას?

ჩავიხედე და... გამხელილი ჯობია ცოდვა,
მემილიონედ ვრწმუნდები და მივდივარ ბოლოს
იმ დასკვნამდე,  რომ სხვა არაფერი, ქალი ვარ! ჰოდა,
მე შემიძლია სიყვარული  ქალურად მხოლოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები