ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


პირველი ფიფქი

ზამთარი ჩემში (როგორც იცის და როგორც წინაზე)
ძვლებამდე ატანს ,უშენობა კვლავ წარსულს ვერ ირქმევს,
ახლა ხომ ამის გახსენებაც კი წამით იმაზე
უარესია,ვიდრე ყინულზე დაცემა პირქვე.

ვარდისფერდება გამხდარი სახე,როგორც ღამით ცა,
თოვას რომ იწყებს,(ყოფნა არყოფნის ხდება ნარჩენი),
ცივ ხელისგულზე პირველი ფიფქი როცა დამეცა,
სითბო ვერ ნახა და დადნობასაც გადავარჩინე.


13.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები