ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს. არ ისმენდე მამის იდეას, რომ გაზაფხულზე სახელოსნოს გააფართოვებს, უფროსის სურვილს: "ახალ წლამდე გასაყიდია ძველი ხუნდები სამუხრუჭე,ახალს ვიტოვებთ ოდენ "ნისანის " (2006 წლის ზემოთ) სავალ ნაწილებს,რასაც ითხოვს უფრო ბაზარი; მათთვის ეს უფრო გართობაა და სანაძლეო, მე სამოქმედოდ ათ კვადრატულს მომიხაზავენ. ყელშია, ვიღაც რომ დარეკავს სოფლის ფოსტიდან, და ისევ ისე: "თქვენი ღობე დასცა ზამთარმა", მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან, დედა წუხს: "წნევამ გამომლია,გამომათავა"... ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად თავი გგონია სიბინძურე,გინდა მიცოცხო ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა, გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე, თითქოს და სკივრში,ეს ივლისის რიცხვებში შუა, მამულში ნახე სიყმაწვილის მოკლე შარვალი, ვერ გადააგდებ."შევინახო"? -ფიქრობ- "რა უშავს"? და არაფერიც...ისევ სკივრში,უკან შემალავ და გიხარია, და გიხარია... რა გიხარია?..
მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს,
სულელი ყოფილხარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მაგარია! მაგრამ პოეზია? რა ვიცი, რა ვიცი. მაგარია! მაგრამ პოეზია? რა ვიცი, რა ვიცი.
33. გიო ზედვაკელი ყველაზე ნაღდი პოეტი! გიო ზედვაკელი ყველაზე ნაღდი პოეტი!
32. რა საოცარია... რა საოცარია...
30. ძალიან მაგარია!
5! ძალიან მაგარია!
5!
29. მადლობა,მიხარია, ვისაც ეს ლექსი მოგეწონათ,მეც ძალიან მიყვარს... მადლობა,მიხარია, ვისაც ეს ლექსი მოგეწონათ,მეც ძალიან მიყვარს...
28. "ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა, გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე..."-ეს ლექსი ჩემი დღევანდელი აღმოჩენაა :) ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა... მრავალ ახალ წელს! +5 "ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა, გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე..."-ეს ლექსი ჩემი დღევანდელი აღმოჩენაა :) ძალიან სასიამოვნო აღმოჩენა... მრავალ ახალ წელს! +5
27. საღოლ ჟორჟ, საღოლ... საღოლ ჟორჟ, საღოლ...
26. მე გავასწორებდი შEნს ადგილას მარა ჯიუტი ხარ და :>P მე გავასწორებდი შEნს ადგილას მარა ჯიუტი ხარ და :>P
25. დიდი მადლობა ყველას...რა თქმა უნდა, არაფერს რომ არ შევცვლი ეგ ნათელია, ზოგჯერ,როცა საკუთარი თავი მომწონს,როგორც შემოქმედი,ზუსტად მაშინ მომწონს ,როცა არ ვბოდავ და გულწრფელობის და უბრალოების ხარჯზე ვაღწევ მისღწევს...
დიდი მადლობა ყველას...
დიდი მადლობა ყველას...რა თქმა უნდა, არაფერს რომ არ შევცვლი ეგ ნათელია, ზოგჯერ,როცა საკუთარი თავი მომწონს,როგორც შემოქმედი,ზუსტად მაშინ მომწონს ,როცა არ ვბოდავ და გულწრფელობის და უბრალოების ხარჯზე ვაღწევ მისღწევს...
დიდი მადლობა ყველას...
24. ...იმდენად კარგი შესრულებაა, რომ ფინალმა ცოტა ამომაგდო განცდილიდან... ჩემი მოკრძალებული რჩევაა, იქნებ შეცვალოთ ფინალი და იქ დასვათ წერტილი, სადაც თავისთავად უკვე ზის... ...იმდენად კარგი შესრულებაა, რომ ფინალმა ცოტა ამომაგდო განცდილიდან... ჩემი მოკრძალებული რჩევაა, იქნებ შეცვალოთ ფინალი და იქ დასვათ წერტილი, სადაც თავისთავად უკვე ზის...
23. ყოველდღიურობის წვრილმანის პრიზმაში ერთი კაცის ამბავია გადმოცემული, ამაოების ტკივილიანი აღქმა ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან დეტალებში...ამ ლექსს დიდებული სიმარტივე დავარქვი ... 5 ყოველდღიურობის წვრილმანის პრიზმაში ერთი კაცის ამბავია გადმოცემული, ამაოების ტკივილიანი აღქმა ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან დეტალებში...ამ ლექსს დიდებული სიმარტივე დავარქვი ... 5
22. 5 რასაც ერთი ადამიანი განიცდის,იმას შეიძლება მილიონიც განიცდიდეს:) რაღაცნაირად ჩემია თითქოს 5 რასაც ერთი ადამიანი განიცდის,იმას შეიძლება მილიონიც განიცდიდეს:) რაღაცნაირად ჩემია თითქოს
21. ძალიან მიკვირს... მგონი ამ ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია და რატომ აქვს, ასე ცოტა გამოხმაურება?
ძალიან მიკვირს... მგონი ამ ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია და რატომ აქვს, ასე ცოტა გამოხმაურება?
20. კარგი ძალიან. საყოფაცხოვრებო დეტალებიდან ისე ლამაზად და ოსტატურად გადავიდა შინაგან განცდებზე...
მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს,-აქ ვეთანხმები ნიკას. მელოდიის მხრივაც და ლექსის საერთო განწყობიდან ძალიან მკვეთრი გადასვლა იყო...(შეიძლება სხვა ოქტავაში უცებ გადახტომა, მაგრამ არა ძიეზიდან ბემოლზე-ასეთი შეგრძნება დამრჩა აქ) და კიდევ- რა გიხარია?..- ეს კითხვითი ფორმა, ამომაგდო თითქოს.... მოკითხვა და წარმატებები გიოს. კარგი ძალიან. საყოფაცხოვრებო დეტალებიდან ისე ლამაზად და ოსტატურად გადავიდა შინაგან განცდებზე...
მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს,-აქ ვეთანხმები ნიკას. მელოდიის მხრივაც და ლექსის საერთო განწყობიდან ძალიან მკვეთრი გადასვლა იყო...(შეიძლება სხვა ოქტავაში უცებ გადახტომა, მაგრამ არა ძიეზიდან ბემოლზე-ასეთი შეგრძნება დამრჩა აქ) და კიდევ- რა გიხარია?..- ეს კითხვითი ფორმა, ამომაგდო თითქოს.... მოკითხვა და წარმატებები გიოს.
19. მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსარულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსარულობა;)
18. ..
ეს ორი ხაზი - არ ვიცი და..
მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს...
..
დანარჩენი - მე-10 კომენტარის ავტორს ვეთანხმები - ორივე ხელის აწევით..
..
ყველა სიკეთე.. ..
ეს ორი ხაზი - არ ვიცი და..
მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს...
..
დანარჩენი - მე-10 კომენტარის ავტორს ვეთანხმები - ორივე ხელის აწევით..
..
ყველა სიკეთე..
17. მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს, მაინც მოკვდები,რაინდო, მაინც არავინ დაგინდობს,
16. ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს.
ხდება ესეც...ყველაფერი დროებითია ამ ქვეყნად. ლექსს მოწონება ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს.
ხდება ესეც...ყველაფერი დროებითია ამ ქვეყნად. ლექსს მოწონება
15. მთელი ცხოვრებაა ამ ლექსში ჩატეული! 555 მთელი ცხოვრებაა ამ ლექსში ჩატეული! 555
14. სხვა სუნთქვა გაგეხსნა მგონი და კარგია :-*
პ.ს. ნეტა კემსკის რატომ გაეცინა :) სხვა სუნთქვა გაგეხსნა მგონი და კარგია :-*
პ.ს. ნეტა კემსკის რატომ გაეცინა :)
12. უჰ კაი ვიცინე ეხლა მე :))
მოგიკითხე თან გიო ... ოტტო უჰ კაი ვიცინე ეხლა მე :))
მოგიკითხე თან გიო ... ოტტო
11. კარგია ძალიან. 555! კარგია ძალიან. 555!
10. რამხელა პოეზიაა ამ უბრალო ნარატივში, აი ესაა ნაღდი .
5 რამხელა პოეზიაა ამ უბრალო ნარატივში, აი ესაა ნაღდი .
5
9. ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად თავი გგონია სიბინძურე,გინდა მიცოცხო ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა, გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე,
როგორ დამაფიქრე ამით გიო :) უუუუჰ... ++ ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად თავი გგონია სიბინძურე,გინდა მიცოცხო ნაგავსაყრელზე,როგორც ვირთხა,მკვდარი რვაფეხა, გადასაგდებად გენანება მაინც სიცოცხლე,
როგორ დამაფიქრე ამით გიო :) უუუუჰ... ++
8. ძალიან, ძალიან ნაღდი და განცდილი. იშვიათი სულის პოეტი ხარ შენ. შემაცია ლექსმა.
ძალიან, ძალიან ნაღდი და განცდილი. იშვიათი სულის პოეტი ხარ შენ. შემაცია ლექსმა.
7. magaria ++2 magaria ++2
6. უბრალო,საოცრად ბევრის მთქმელი.
მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან, დედა წუხს: "წნევამ გამომლია,გამომათავა"...
უბრალო,საოცრად ბევრის მთქმელი.
მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან, დედა წუხს: "წნევამ გამომლია,გამომათავა"...
5. ლაა. -ს ვეთახმები...არაერთხელ მითქვამს ეს ამ პოეტზე... გულწფელი და საოცრად მშობლიური გრძობა მიჩნდება შენი ლექსების წაკითხვისას...გიო...:-*
ლაა. -ს ვეთახმები...არაერთხელ მითქვამს ეს ამ პოეტზე... გულწფელი და საოცრად მშობლიური გრძობა მიჩნდება შენი ლექსების წაკითხვისას...გიო...:-*
4. ყველაზე მართალი ხარ ხოლმე თითქოს იმ ლექსებში სადაც სოფელს ახსენებ, ძალიან გულწრფელი ტკივილი ჩანს და თამამად ვამბობ ასეთი ლექსები მარტო ზედვაკელს შეუძლია წეროს ჩვენ დროში. გაიხარე გიო.. "ყელშია, ვიღაც რომ დარეკავს სოფლის ფოსტიდან, და ისევ ისე: "თქვენი ღობე დასცა ზამთარმა", მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან, დედა წუხს: "წნევამ გამომლია,გამომათავა"..." ++++ ძალიან უბრალო და ძალიან ღრმა.. ყველაზე მართალი ხარ ხოლმე თითქოს იმ ლექსებში სადაც სოფელს ახსენებ, ძალიან გულწრფელი ტკივილი ჩანს და თამამად ვამბობ ასეთი ლექსები მარტო ზედვაკელს შეუძლია წეროს ჩვენ დროში. გაიხარე გიო.. "ყელშია, ვიღაც რომ დარეკავს სოფლის ფოსტიდან, და ისევ ისე: "თქვენი ღობე დასცა ზამთარმა", მამა ნერვების წამალს იღებს პაპიროსიდან, დედა წუხს: "წნევამ გამომლია,გამომათავა"..." ++++ ძალიან უბრალო და ძალიან ღრმა..
3. 1. ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს. არ ისმენდე მამის იდეას,
ანუ, ამქვეყნად ყოფნა არ მომბეზრდება, ჰაერის არჩაყლაპვა არასდროს მომინდება, წიგნს არ შევიძულებ, მამის იდეას ყოველთვის მოვუსმენ და ა.შ. :)
ახლა შენმა ლექსმა იოსებ გრიშაშვილის სიტყვები გამახსენა გიო:
''აქ რა მინდა, აქ უაზროდ მიწას ვტკეპნი, ჰაერს ვნაყავ. თავისუფალ საქართველოს უცხოეთში დავინახავ''.
გრიშაშვილმა ეს სიტყვები თუ არ ვცდები ციხეში დაწერა. შენმა ლექსმა გამახსენა ახლა ეს. :) 5 1. ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს. არ ისმენდე მამის იდეას,
ანუ, ამქვეყნად ყოფნა არ მომბეზრდება, ჰაერის არჩაყლაპვა არასდროს მომინდება, წიგნს არ შევიძულებ, მამის იდეას ყოველთვის მოვუსმენ და ა.შ. :)
ახლა შენმა ლექსმა იოსებ გრიშაშვილის სიტყვები გამახსენა გიო:
``აქ რა მინდა, აქ უაზროდ მიწას ვტკეპნი, ჰაერს ვნაყავ. თავისუფალ საქართველოს უცხოეთში დავინახავ``.
გრიშაშვილმა ეს სიტყვები თუ არ ვცდები ციხეში დაწერა. შენმა ლექსმა გამახსენა ახლა ეს. :) 5
2. მაინც ვერ მივხვდი რას ამბობ ოთარ,როგორ მოქცევას გულისხმობ? მაინც ვერ მივხვდი რას ამბობ ოთარ,როგორ მოქცევას გულისხმობ?
1. ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს. არ ისმენდე მამის იდეას,
კი, როგორ არა, ზოგჯერ ასეც ხდება! ;) ხდება, მაგრამ მე პირადად ასე არასდროს არ მოვიქცეოდი. :) ხომ ხდება ხშირად (ანდა ზოგჯერ), როცა ამქვეყნად გბეზრდება ყოფნა, აღარ გინდა ყლაპო ჰაერი, არ ედებოდე ყველა კიდეს, როგორც რვაფეხა, და გძულდეს წიგნი, ქუჩა, კინო, -რაც რუსთაველის ატარებს სახელს. არ ისმენდე მამის იდეას,
კი, როგორ არა, ზოგჯერ ასეც ხდება! ;) ხდება, მაგრამ მე პირადად ასე არასდროს არ მოვიქცეოდი. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|