ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 დეკემბერი, 2010


ორი სტროფი (სიმბოლურად)

ისე დამიმძიმა დარდმა უპეები,
ვეღარ ვეგუები ფერსაც ხალისიანს,
ჩვენი სიყვარული ჰგავდა უბერებელს
ერთ დროს, ხოლო ახლა შესაბრალისია.

ზამთრის თვალებიდან ცრემლად მოდის სევდა,
თითები განცდებსაც წვავენ წერილებში,
თუკი ამ სტროფების წერა მომიწევდა,
ჯობდა, საერთოდ არ დამეწერა ლექსი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები