ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2010


ალბათ მოთოვს ....

ზამთრის სუსხი მოერია სითბოს,
ახლა მთვარეს სადღაც ცაზე სძინავს,
გარეთ ისე მოიქუფრა თითქოს,
შევეჩვევი ალბათ მალე ყინვას.

ბეღურაც კი აღარ კენკავს ნამცეცს
უკანასკნელ ფოთოლს ახრჩობს ქარი,
მადლობას ვერ ვეუბნები გამჩენს,
მოვიპოვო რომ განწყობა წყნარი.

სუიციდის ქუჩას ვუვლი გვერდს და
შევიცოდებ ცოდვილ სხეულს ვიცი,
დავივიწყე გუშინდელი სევდა,
დავივიწყე თვითმკვლელობის ფიციც.

ახლა გარეთ დეკემბერი მეფობს,
თოვლს ველი და სიჩუმეა ირგვლივ,
სულს გავფილტრავ, და გავბედავ გენდო
დავიმშვიდებ მივიწყებულ სინდისს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები