ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2010


თითები



                                -ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
                                პირველი და დიდი  გენია  ვიქნები-
                                                                    გალაკტიონი
                                 
                                -ვაჩუქოთ ერთმანეთს თითები-
                                                                  მ.ფოცხიშვილი
                               
                                  -მე ერთი პატარა გოგო მყავს,
                                  დედამიწა გამითბო თითებით-
                                                                  ნიკა ჩერქეზიშვილი

                                <><><>
ხშირად ხდება, რომ ხელს გართმევ,ხელში ვიჭერ და მერე,
მერე პატარა ბავშვივით, თითქოს თვლას ვსწავლობ,ვითვლი
თითებს და ათვლა იწყება, რაღა თქმა უნდა, ცერით,
მერე იმ ცერზე მოყვება შემორჩენილი მითი:
რომ ერთხელ ნეკმა "მშია" თქვა და გადახედა თითებს,
ცერმა ახედა ცერად და "მოვიპაროთო"- ბრძანა.
უფრო მაღალმა თითებმა ცერი თითებქვეშ იგდეს,
თითქოს სიმართლის მხარეზე გადაიხარა ძალა,
მაგრამ,თუ მკითხავ,მაგ შენი ბროლის თითების ფასი
ჩემთვის ყველასი ერთია, ყველას ერთი აქვს წონა.
მე ყველამ ერთად შემშალა და ყველა ერთად მავსებს,
როგორც ცარიელს საწნახელს ლექსის წვენით და მწოლარს
მზეზე.
რა მითბობს ამ მიწას? ეს მზე თუ შენი ნეკი?
გადასარევი დილაა,ყინვას ვითმენდი შარშან.
მთელი ზამთარი მციოდა,შენ აღარ გახსოვს, მე- კი.
რაც ადრე  ცრემლი მცვიოდა, შენი თითებით გაშრა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები