ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: თარგმანი
26 დეკემბერი, 2010


წყალს მოუყევი (რობერტ მესხი)

Расскажи воде

Расскажи воде,
Как убили все цветы,
И призраки с выгрызших корпусов
Бросали сухие букеты
(Тающий снег...)
В городе стоял запах свинца
А в твоей комнате жалко горела лампа.

Расскажи воде
Кровавый перевал
И вертолёты,
Как зелёные кузнечики
С уставшими крыльями...
И все мосты,
Мизансцена-войти-выйти,
"Траги" и "коми"- вместе,
А может, кома!..


Расскажи воде
"Тщеславие тщеславии",
Мать-сказка,
Отец-желанье,
И так-
Капля,
Капля
По капле...
Камень с прорывом,
Шум моря,
Дыханье ракушки...


Расскажи воде,
Пока жизнь не засохла на теле как пот,
Как пот холодный
И смерть-голодная кошка-выгрызет глаза,
Одеревеневшее как мартовское небо...

"Воды - прилив...отлив..."
"Воды - прилив...отлив..."

Расскажи воде,
Воде,
Воде,
Воде...

Роберт Месхи

წყალს მოუყევი

წყალს მოუყევი,
როგორ მოკლეს ყველა ყვავილი,
და აჩრდილები გამოხრული კორპუსებიდან
ისროდნენ ხმელ–ხმელ თაიგულებს,
(გამდნარი თოვლი...)
ტყვიის სუნი იდგა ქალაქში
და შენს ოთახში საცოდავად ბჟუტავდა ლამპა.

წყალს მოუყევი
სისხლიანი უღელტეხილი
და ვერტმფრენები,
როგორც მწვანე კუტკალიები,
დაღლილი ფრთებით...
და ყველა ხიდი,
მიზანსცენა – გასვლა–გამოსვლა,
"ტრაგი" და "კომი" – ერთდროულად,
ან იქნებ, კომა!..

წყალს მოუყევი,
"ამაოება ამაოებათა",
დედა – ზღაპარი,
მამა – ნატვრა,
და ასე –
წვეთი,
წვეთი
წვეთზე...
ქვა – გახვრეტილი,
ზღვის ხმაური,
ნიჟარის სუნთქვა...

წყალს მოუყევი,
ვიდრე ცხოვრება შეგაშრება ტანზე ოფლივით,
ცივი ოფლივით შეგაშრება
და სიკვდილი – მშიერი კატა – ამოგჭამს თვალებს,
გახევებულს მარტის ცასავით...

"წყალნი წავლენ და წამოვლენ..."
"წყალნი წავლენ და წამოვლენ..."

წყალს მოუყევი,
წყალს,
წყალს,
წყალს...
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები