ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2010


მხრები-პესიმისტური ლექსი

იგონებ ტკივილს, ტკივილიდან სიყვარულს ქარგავ,
რუტინაშია ჩაძირული ყოველი სიტყვა,
რომელიც ცოლთან შენ ოჯახში მისვლისას მიგაქვს.
ბედნიერება, სიყვარული-ეს ტკივილია,
ის ტკივილი პოეტ კაცს რომ მხრებზე კიდია.

მძიმე ჯვარია დაუძახო მძინარე ცოლს და
ძლივს დანაწერი ბოლო ლექსი გაუზიარო.
მძიმე ტვირთია, შექმნა გრძნობა არარსებული
და ადვილია მას დაარქვა მთელი სამყარო.

წლები გადის ცოლთან ერთად შენს თავს ატყუებ,
წლები გადის, ჩემს სიტყვებს კი გულში არ იმჩნევ
ეძახი გრძნობას, ცეცხლს ეძახი-"გულში აინთე!",
არ იმჩნევ ტკივილს, შენს შვილებთან ცრემლებს არ იმჩნევ.

ქუჩაში გხვდები, გიღიმი და გვერდს რომ აგივლი,
ცხოვრება ნაძარცვ, ტკივილიან ზურგსაც არ იმჩნევ.
შენ სიყვარული უამრავი-მე არაფერი,
ჩემს მხრებს ნაძარცვი ცხოვრება და ზამთარი ადევს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები