ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2008


ღიმილის ბიჭები

  ომი - საშინელება, რომელსაც მოაქვს ცრემლი და გოდება, რომელსაც სიკვდილი დაჰყვება. ამიტომ არის, რომ ამ სიტყვის გაგონებაზეც კი გვზარავს. რამდენი იმედი და ოცნება წაიღო  ომმა თან და სიცოცხლესთან ერთად ეს იმედებიც ჩაიფერფლა ბრძოლის ველზე. წაიღეს ბიჭებმა ღიმილიც, რომელიც ბრძოლის ველზეც კი არ შორდებოდათ, რადგან ახალგაზრდები იყვნენ და ახალგაზრდებს კი მუდამ თან დაჰყვებათ ღიმილი და სიცოცხლის სიყვარული. დატოვეს თვალცრემლიანი დედები, ცოლები და შვილები. ბევრს შეეხო საშინელი ომი და ბევრს მოუჭირა მარწუხები. რამდენმა ვერ გაიცნო მამა და რამდენს არ ჰყოლია ბაბუა.
  დღეს, ჩვენთვის უფრო ადვილია ჩავწვდეთ იმ ომის საშინელებას, რადგან დღესაც შეგვეხო ის მთელი სიმძაფრით, ისევ დააობლა ჩვენი ერი, ისევ აგვატირა და მოგვიმრავლა შაოსანი დედები.
  ისინი კი...ისინი "ჭაბუკებად დარჩნენ მარად", ისინი არ დაბერებულად და ვერც დაბერდებიან, ნამდვილად ღიმილის ბიჭები, რომლებიც  ისე წავიდნენ, რომ ავ-კარგი ვერ გაიგეს ამქვეყნის. უყვარდათ სიცოცხლე და ამიტომ მეტი პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, რადგან მათ არ დაიშურეს მათთვის უძვირფასესი - სიცოცხლე.
  ღმერთო, რატომ უნდა არსებობდეს ომი, რატომ უნდა მიჰქონდეს ამდენი სიცოცხლე რატომ უნდა იხოცებოდნენ ბიჭები. ბოლოსდაბოლოს. მოდით, ომს გამოვუცხადოთ ომი, აღარ გვინდა ამდენი ცრემლი, ჩვენ ბედნიერ საქართველოში სიცოცხლე გვწყურია.
    ღიმილის ბიჭები...ჩამქრალი სიცოცხლე, გაფრენილი ოცნება, ჩაფერფლილი სიყვარული. ღიმილის ბიჭები - დარდი და საფიქრალი მოკვდავთა. ღიმილის ბიჭები - საამაყო ჩვენთვის, მაგრამ მაინც ცრემლიანი მოგონება. ღიმილის ბიჭები თავიანთი ნათელი ღიმილითა და აუსრულებელი სურვილებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები