ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 დეკემბერი, 2010


უთოვლობა

შეხედე ციდან წამოვიდა თოვლი,
ფანტელ-ფანტელ.
გააღე კარი, გარეთ გადი,
სულ სითეთრეა.
შეხედე ცას და სულ ცოტა ხნით
ცას სიყვარული აეკიდა,
მე შემხედე,
მე შემომხედე,
თვალები გამიბრწყინდა.
წლები გადის,
წლებთან ერთად გავიძარცვე,
ეს სიცივე, ეს სითეთრე
ძვლებში ატანს.
არა,
ისეთი არაფერი, უბრალოდ სითეთრე მომეძალა,
მიყვარხარ უსიკვდილოდ-სიცოცხლიდან.,
მახსოვხარ,
და დღეებიც
ნაწილ-ნაწილ.
შეხედე დეკემბერში გაგვითოვდა,
უბრალოდ
სიყვარულმა დაგვათოვა.


გააღე კარი, გარეთ გადი,
ეს ბოლო წელიც მიიწურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები