ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ალეატორია

გარეთ დათბობაა გლობალური,
ჩემში - გათოშილი ანტარქტიდა,
ზეცა დამებზარა ოვალური,
ვეძებ გამოსავალს და ტაქტიკას
ვცვლი და მერამდენედ მუხლს ვიფერთხავ,
ფეხი წამოვკარი მერიდიანს,
სივრცე ავითვისე აქეთ სრული,
ახლა საზღვრის იქით ჩემთან ერთად
ვზივარ, რა აზრი აქვს დროს და მანძილს,
გამიფორმულდი და ვერ გხსნი ჯერაც,
A ვიტამინივით გდეფიციტობ,
როგორ მედარდები, დამეჯერა -
სჯობდა მარტოობა თავის ტკივილს,
ვნატრობ ევამდელდროინდელ ადამს,
თქვენ მე მიგატოვებთ კარგად ვიცი,
რადგან მენატრებით დღემდე, მადამ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები