ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2011


გაქცევა რეალობაში

დღეს მე აღარ მინდიხართ,
დღეს მე აღარ მჭირდებით,
მაცილებენ ჩიტები
და მეც იქით მივდივარ...

იშლებიან ფიქრები,
ნისლი დგება თვალებში...
სადაც არის არავინ,
სადაც არც მე ვიქნები,
მაცილებენ ჩიტები ამ სიმშვიდის მხარეში.

სადაც არც სიცოცხლეა,
სადაც არც სიკვდილია,
სადაც არვინ არ მიცნობს
და არ არის მიზანი,
სადაც მხოლოდ ძილია
და ფერადი სიზმარი,
სადაც ლერწამ ასულებს
ძღვენი არა სჭირდებათ
და ქონება არ არის
კაცობა და დიდება,
სადაც არც მანძილია
და არ არის გოდება,
სადაც მხოლოდ ძილია
და სიზმარში ბოდება,
მაცილებენ ჩიტები ამ სიმშვიდის მხარეში.

სადაც არვინ არ გკითხავს,
ვინა ხარ და რა გინდა,
პირს არავინ აგიკრავს,
თუკი მორთე კივილი,
სადაც ნაზი გალობა
ხალხის ყაყანს არა ჰგავს,
სადაც სიმართლისათვის
ეშაფოტზე არ აჰყავთ,
სადაც მხოლოდ სივრცეა
და უცნობი განედი,
მაცილებენ ჩიტები ამ სიმშვიდის მხარეში.

      *  *  *
მაგრამ მე იქ რა მინდა,
სადაც არვინ არ არის,
სადაც არვინ არ გკითხავს,
ვინა ხარ და რა გინდა,
და პირს არვინ აგიკრავს,
თუკი მორთე ყვირილი,
სადაც არც ჯანყი არის
და არც ჯვარზე გაკიდვა.
აბა, მე იქ რა მინდა
უამბოხო მხარეში,
სადაც ცეცხლის მაგივრად
ნისლი სუფევს თვალებში.
     
        *  *  *
რა დროს ჩემი ამბოხი,
რა დროს თოფი-სიათა,
რა უცნაურ ფიქრებს და
ცრუ ოცნებას ვუნდები,
არ დავკარგო იქნება
საყიდლების სია და
საყვედური არ მითხრან
სახლში რომ დავბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები