ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 იანვარი, 2011


სველი ლექსი

იწვიმებს ამაღამ, ორქიდეა,
ცეცხლია უთუოდ დასანთები,
ჩვენ-ჩვენი წვიმები გვაბადია,
ამინდიც განწყობის თანამდევი.
იტირებ ამაღამ, ორქიდეა,
დაგრჩება ლექსები დასაწერი,
წყლისა გეშინია, ჩემზე უფრო,
გარეთ წვიმს როგორ, გარეწარი...
მე წავალ, ჩემს ღრუბლებს გავიყოლებ,
ისედაც ბევრი გაქვს დასათმენი,
იწვიმებს ამაღამ, ორქიდეა,
ცეცხლია უთუოდ დასანთები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები