ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2011


თუ გაგეცინათ, მეორედაც წაიკითხეთ

სულის შებერვით აინთება ჩემი ბუხარიც,
თუ კიდევ ცოტას შევუკეთებ, როგორც ცოცხალი,
მიწყებს საუბარს: იმან ის სთქვა, მეც ეს ვუთხარი.
ამ ჩვენს ლაპარაკს ეწირება შეშა მწუხარი.
უფალმაც ასე....-  პარალელი- სიცოცხლეს შველის.
მე აქ ტყუილად არ ვახსენე სულის შებერვა
და როგორც ხედავთ , ლაპარაკის წყურვილით შეშლილს,
ამდენი შეშის მწუხარება  სულ არ მებევრა.

ხედავ, გონებით სად წავედი, ჩემო ბუხარო?...
აღარც აგანთებ  შეშის ცოდვით,  -მეტად ვწუხვარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები