ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2011


სიბერე

დაბრუნდა, ძლივს გახსნა ჭიშკარი,
არავინ გამოეგება,
ძაღლმაც ვერ გაიგო მისი მოსვლა,
დაყრუვდა ეგება...

ან იქნებ, საერთოდ, არც ჰყავდა ძაღლი.


მიმქრალ ნაკვერჩხლებს სული შეუბერა,
არ ეყო სული.
დრო-ჟამი,ალბათ სულს ნელნელა ხდიდა.
კიბის ქვეშ ნაფოტებს მიაგნო გაჭირვებით
და უცებ წარსული
ამოტივტივდა, როგორც კარაქი
ნადღვები რძიდან...

და გაახსენდა ძველი არაკი
~ბებრისა და სიკვდილისა~

წარსულის ლანდებთან მანამ იცურა,
სანამ ღია ფანჯარა არ იგრძნეს სახსრებმა
და კვლავ ბუხარს მიუჯდა.

ცეცხლი ტკაცუნობდა,
როგორც მწუხრის სონეტი,
როგორც ძილისპირული...

სითბომ ნელ-ნელა ჩამოადნო
მინაზე გარედან აკრული ყინული
და ნაცნობ სილუეტად აქცია.

კატას ფეხი არ დავაბიჯოო,
ფრთხილად გადადგა საწოლისკენ ბიჯი,
შემდეგ გაახსენდა, რომ არ ჰყავდა კატა.

ამბობენ, ძნელიაო სიბერე, ძნელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები