ალბათ,თქვენ გუშინ, საღამომდე, დრო გქონდათ რადგან, წიგნის თაროსთან ჩაიმუხლეთ და ვიღაც ბარტონს, ინგლისელ პოეტს, ჩააცივდით, რომელიც გავდა თითქმის არავის, გათენდა და მთელი დღე ნატრობ: "მარკ როკფელერის მოედანზე ყვავები სხედან მწვანე თავებით" -ამდაგვარი რაღაცა წერო. მე ბარტონს ვერ ვშლი, შემილოცე,ძვირფასო დედა, ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს. წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის, ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა, არ ჩანდა მაინც. ცას მიადგა კისერზე ბოლი. ვერ ვხვდები. მამა, თქვენთან შობას და ვხვდები ვცოდავ, მივდევ დინებას ცხოვრებისას,მღვრიეა,ფონი ვერ ვნახე... აწი, ჩემმა ხელის მტევანმა ზიდოს ტვირთი... კისერი მისქელდება,ხალხს ვამჩნევ-შუბლი. მამა, მე ბევრჯერ დამიცურდა ურემი გზიდან, მამა, მე ბევრჯერ ავიცილე დანა და შუბი... მამა, ქალაქში პოეტი ვარ,როგორ ვთქვა, აბა?- პირველი არა! მეორე- ჰო! იცინე ახლა. იცი, გაიგეს ტარიელს რომ "თანთ ეცვა კაბა", ჰოდა,კაბებით სიარული დაიწყო ხალხმა. ნუ გაიკვირვებ ამიტომაც, რომ ვინმე მარკის დიდ მოედანზე ყვავი ზის და ფერია მწვანე. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ალღო...სიტყვა...და საფიქრალი..... აქ ყველაფერი უმაღლესია....;) ალღო...სიტყვა...და საფიქრალი..... აქ ყველაფერი უმაღლესია....;)
30. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.
კარგია ძალიან:)
მომწონს! ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.
კარგია ძალიან:)
მომწონს!
29. ბიჭო ! სად ვართ !?
მომეწონა ბიჭო ! სად ვართ !?
მომეწონა
28. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.--მიყვარს ეს პოეზია. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.--მიყვარს ეს პოეზია.
27. შენი ლექსები ქართულად სუნთქავს და ყველაზე მთავარი ესააა შენს პოეზიაში!
გენაცვალე შენ, მომენატრეთ!
მრავალახალ წელს!
წმ. ბასილი შეგეწიოთ!
5 შენი ლექსები ქართულად სუნთქავს და ყველაზე მთავარი ესააა შენს პოეზიაში!
გენაცვალე შენ, მომენატრეთ!
მრავალახალ წელს!
წმ. ბასილი შეგეწიოთ!
5
26. ლაცაბიძეს კომენტარივით ვარ ახლა. ძალიან მაგარია. რაღაც სხვაა და თან ისევ ის გიო. ნამეტნავად მომწონს. ლაცაბიძეს კომენტარივით ვარ ახლა. ძალიან მაგარია. რაღაც სხვაა და თან ისევ ის გიო. ნამეტნავად მომწონს.
25. "...წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის, ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა, არ ჩანდა მაინც..."
ძალიან კარგი პოეზია მხვდება აქ! მრავალს დაესწარი, ავტორო! "...წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის, ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა, არ ჩანდა მაინც..."
ძალიან კარგი პოეზია მხვდება აქ! მრავალს დაესწარი, ავტორო!
24. ასე შენი ლექსი საუკუნეა არ მომწონებია... ძალიან კარგი! ასე შენი ლექსი საუკუნეა არ მომწონებია... ძალიან კარგი!
23. ყველაზე მეტად მომწონს შენებში :) ყველაზე მეტად მომწონს შენებში :)
22. "ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს. წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის, ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა, არ ჩანდა მაინც. ცას მიადგა კისერზე ბოლი."
ძალიან მაგარი... +2 "ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს. წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის, ეყარა ყველგან, თუმცა ისე, იმდენად ცოტა, არ ჩანდა მაინც. ცას მიადგა კისერზე ბოლი."
ძალიან მაგარი... +2
21. როგორც ყოველთვის... საუკეთესო მრავალ ახალ წელს:-* როგორც ყოველთვის... საუკეთესო მრავალ ახალ წელს:-*
20. ..
წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე - ხერხემალია ნაწერის.. ბევრს ამბობს და ბოლომდე..
ყველა სიკეთე.. ..
წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე - ხერხემალია ნაწერის.. ბევრს ამბობს და ბოლომდე..
ყველა სიკეთე..
19. გაიხარე შენ! კაი კაცი ხარ.
5! გაიხარე შენ! კაი კაცი ხარ.
5!
18. აუ რა მაგარი ლექსია.
ჩემთვის ესაა პოეზია ხალხო.
და მისმინეთ,რომ ესააა პოეზიააააა......
წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე,
ასეთი მაგარი ლექსი ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს.
არავის ეწყინოს.
მე ასე მესმის პოეზია. რო დაგანგრევს ერთი უბრალო ფრაზა.
საღოლ კიდევ ერთხელ.
აუ რა მაგარი ლექსია.
ჩემთვის ესაა პოეზია ხალხო.
და მისმინეთ,რომ ესააა პოეზიააააა......
წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე,
ასეთი მაგარი ლექსი ძალიან დიდი ხანია არ წამიკითხავს.
არავის ეწყინოს.
მე ასე მესმის პოეზია. რო დაგანგრევს ერთი უბრალო ფრაზა.
საღოლ კიდევ ერთხელ.
17. მე ბარტონს ვერ ვშლი, შემილოცე,ძვირფასო დედა, ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს.
სოფელში ყოფნა მომანდომა ამ კალანდას!.....
:) ისევ მრავალს და მრავალს, მეგობარო!
მე ბარტონს ვერ ვშლი, შემილოცე,ძვირფასო დედა, ვწერ: შობა იყო და სოფელში გამხდარა წერა ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს.
სოფელში ყოფნა მომანდომა ამ კალანდას!.....
:) ისევ მრავალს და მრავალს, მეგობარო!
16. ნუ გაიკვირვებ ამიტომაც, რომ ვინმე მარკის დიდ მოედანზე ყვავი ზის და ფერია მწვანე. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.
მომეწონა გიო :)
მომენტრე_თ... :-*:-* ნუ გაიკვირვებ ამიტომაც, რომ ვინმე მარკის დიდ მოედანზე ყვავი ზის და ფერია მწვანე. ამოიდევი, თუ შემოგრჩა, წიგნები თავქვე, რომელსაც ცეცხლის მოსანთებად ბუხარში წვავენ.
მომეწონა გიო :)
მომენტრე_თ... :-*:-*
15. მეც ვეთანხმები სოიერს ;;) მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და :))
ცემი სულელიიიიი :-* მეც ვეთანხმები სოიერს ;;) მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და :))
ცემი სულელიიიიი :-*
14. კარგია. მოგიკითხე. კარგია. მოგიკითხე.
13. მამა, ქალაქში პოეტი ვარ,როგორ ვთქვა, აბა?- პირველი არა! მეორე- ჰო! იცინე ახლა.
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))
555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555 მამა, ქალაქში პოეტი ვარ,როგორ ვთქვა, აბა?- პირველი არა! მეორე- ჰო! იცინე ახლა.
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))
555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555555
12. შენეულია... განსხვავებული... შენი სიმაღლე... გილოცავ დამდეგს... შენეულია... განსხვავებული... შენი სიმაღლე... გილოცავ დამდეგს...
11. კარგი ლექსია.
5 კარგი ლექსია.
5
10. 5 რჩეული ლურსმანი შენ . 5 რჩეული ლურსმანი შენ .
8. ზედვაკელი მეორე პოეტია და ათასჯერ თქვი ეგ
ტომ სოიერი. 2011-01-13 19:27:26
-------------------------------------------------------------------------------- :) ზედვაკელი მეორე პოეტია და ათასჯერ თქვი ეგ
ტომ სოიერი. 2011-01-13 19:27:26
-------------------------------------------------------------------------------- :)
7. ჰო, მივხვდი, გიო, რა გაგებით გაქვს...
კიტხვის დროს, უბრალოდ, ისე მეჩვენა, რაღაც ნაკლებ ნაწილად ამ ლექსის... შენი დონის... ჰო, მივხვდი, გიო, რა გაგებით გაქვს...
კიტხვის დროს, უბრალოდ, ისე მეჩვენა, რაღაც ნაკლებ ნაწილად ამ ლექსის... შენი დონის...
6. აუ ძალიან კარგად მიდიოდა ლექსი, მერე ჩააგდო ორმა სტროფმა, ერთი ჭელიძემ დააფიქსირა და მეორე ისაა რომ ზედვაკელი მეორე პოეტია და ათასჯერ თქვი ეგ :)
ბოლო სტროფი კარგია კიდევ. აუ ძალიან კარგად მიდიოდა ლექსი, მერე ჩააგდო ორმა სტროფმა, ერთი ჭელიძემ დააფიქსირა და მეორე ისაა რომ ზედვაკელი მეორე პოეტია და ათასჯერ თქვი ეგ :)
ბოლო სტროფი კარგია კიდევ.
5. "ტანთ ეცვა კაბა"
"მას ტანსა კაბა ემოსა" -ამის დაკარგვა არ მინდოდა... "ტანთ ეცვა კაბა"
"მას ტანსა კაბა ემოსა" -ამის დაკარგვა არ მინდოდა...
4. ისე, კი ეცვა და რას ვერჩი... :) ისე, კი ეცვა და რას ვერჩი... :)
3. ჰეჰ, რაინდ...
მაინც გამოხატე შენი აზრი როკფელერის ყვავებზე, ჰო?...
:)
მაგარი ხარ...
ტანთ ეცვა კაბა - ცოტა ეს ადგილი აგდებს... ჰეჰ, რაინდ...
მაინც გამოხატე შენი აზრი როკფელერის ყვავებზე, ჰო?...
:)
მაგარი ხარ...
ტანთ ეცვა კაბა - ცოტა ეს ადგილი აგდებს...
2. აი, აქ მოწონებას ვტოვებ! აი, აქ მოწონებას ვტოვებ!
1. ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს. წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის,
............ :) ++ ბაბუას ღორი- წააქციეს სისხამზე თურმე; მელიებივით გადარბოდნენ ძაღლები ბოგირს. წელგამდგარ უბანს ძვლებს უთბობდა რაჟიკოს ფურნე, და სევდა, როგორც დაბნეული მარცვალი მდოგვის,
............ :) ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|