ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2011


გულმტკივანი დედა

მოსულიყავ ერთხელ
ან კი მოდი აწი,
მომიტანე ხელით
თოვლი-ფიფქი, გუნდა,

მოეთოვა ნეტავ,
ნეტავ მოთოვს აწი?

გული გაუჩერდა,
ზეცას, მიწას, დედას,
გული გამიჩერდა
უკვე მეც და
ასე უკვე გავლილ გზაზე
ნაფეხურებს ვეძებ.

მერე რა თუ აღარ,
აღარ მოვა თოვლი,
აღარ მოხვალ შენც და
ასე გადააწყობს
გულმტკივანი დედა-მზითევს
მზითევს ჩემთვის აწყობს.

მე ვიყავი შვილი
გულმტკივანი დედის,
დედა მზითევს მიწყობს
მერე საფლავს მიწმენდს.

აღარ მოვა თოვლი,
საფლავს არ დაათოვს.
აღარ მოხვალ შენც და
დედა ისევ დარდობს-
იცის მტკივა აქაც გული
ოღონდ ახლა უკვე გარდაცვლილზე მტკივა.

მოსულიყავ ნეტა,
ან კი მოხვალ აწი?
ჩემს საფლავზე
ხარობს ნაჩუქარი ვარდი.
დედა მზითევს აწყობს,
გული ტკივა დარდით,
მერე რა თუ
ქვაზე,
ხო საფლავის ქვაზე
არ დაჯდები შენ და
აღარც თოვლი დადებს.

გული ტკივა დედას,
დედა მზითევს აწყობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს