ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2011


განაჩენი (100 სიტყვა)

  ცომში ამოსვრილი თითებისთვის, შეუღებავი ჭაღარისთვის, ქვაბების ხეხვით დამტვრეული ფრჩხილებისთვის, მუხლებამდე ჩითის პიჟამოსთვის, ძილის წინ შაკიკისთვის - მე მომესაჯა გილიოტინა - ღალატი ჩემსავ საწოლში.
  ჯალათმა შეუბრალებლად წააცალა თავი ჩემში მისუსტებულ თავმოყვარეობას, შეუმჩნეველ ღირსებას, ჩაკლულ სიამაყეს, აღარარსებულ "მეს"...

  ვდგები.
  ჩემივე მოჭრილი თავი მიჭირავს ცომით მოსვრილ ხელებში და ვალაგებ ოთახს: საბნები გასამზეურებლად  გავიტანე, იატაკი მოვწმინდე, გავანიავე, მტვერი მოვაცილე ფანჯრის რაფაზე მიგდებულ საქორწინო რგოლებს და...  ყველაფერი მზად არის, რომ ისევ გამოუტანონ სასიკვდილო განაჩენი ჩემში ქალს, რომ ისევ გაგორდეს თავსაფრიანი თავი ჯალათის ხელით...
  მერე...
  მე ისევ გავამზადებ გილიოტინას და ასე გაგრძელდება ხვალ, ზეგ, ერთი კვირის შემდეგ...
  უსასრულოდ...
  მე დედა ვარ და ცოლი...
  ქალი?
  ქალიც ვიყავი ერთ დროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები