ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 იანვარი, 2011


სიზმარი

სიზმარი ვნახე,  ჯერ ქუჩაში, მერე - ტყეში დავდიოდი და ყველა ხიდან ვწყვეტდი თითო ყვავილს. ყვავილები იებს  ჰგავდნენ ფერით, მაგრამ იები არ იყო... ან რა უნდა იას ხეზე?  მთელი კალათი ავავსე. და როცა დავასრულე, - ყველა ყვავილი ვიცოდი, რომელი ხისა იყო... 
ორი მამაკაცი დავინახე. ერთს – შავი, ოდნავ გრძელი, კისრამდე თმა ჰქონდა და ლურჯი თვალები. შორიდან მიყურებდა. მეორეს - თაფლისფერი თვალები ჰქონდა და ჭაღარა თმა. ეს უფრო მაღალი და უფრო მსხვილი იყო (მაგრამ მსუქანი – არა), ვიდრე ის ლურჯთვალა და შავთმიანი.
როცა ჯერ ისევ ვკრეფდი ყვავილებს, ეს მაღალი მოვიდა და მითხრა, - თუ გინდა მოგეხმარებიო, რადგან ზოგ ხეზე ყვავილებს ვერ ვწვდებოდი. “არ მინდა, ჩემით მოვწყვეტ-მეთქი”.

და იცი რა მოხდა? ხეები დაბლა ხრიდნენ ტოტებს. და მერე ისე ვკრეფდი ყვავილებს, რომ ფეხის წვერზეც კი არ ავწეულვარ!
როგორც კი მოვწყვეტდი, ხეები მაშინვე სწორდებოდნენ და ისევ მიუწვდომელნი ხდებოდნენ.

კალათი რომ გავავსე, ახლა ლურჯთვალა და შავთმიანი მამაკაცი მოვიდა და მკითხა, - ახლა რა უნდა უყო ამათო?

მივედი ერთადერთ უყვავილო ხესთან და მის ქვეშ დავდექი. უეცრად ხემ ჩამოუშვა ტოტები და ამიტაცა. აღმოვჩნდი ლამის კენწეროზე. და მთავარი იყო, რომ არ მეშინოდა!
მერე შევამჩნიე, რომ ფრთები მქონდა და...
გავფრინდი...
მივფრინავდი და თან კალათიდან ვყრიდი დაბლა, მიწაზე იმ ყვავილებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ინთებოდნენ! მინდოდა სულ დამეცალა კალათა, მაგრამ... არ იცლებოდა. რამდენსაც ვყრიდი, იმდენად ივსებოდა!
მერე ხმა გავიგე,  -“ვარსკვლავებს რა დალევს ცაზეო”?
მივფრინავდი და ვერ გადამეწყვიტა, დავბრუნებულიყავი დაბლა, მიწაზე თუ არა...

მერე ისევ გავიგე ხმა, მხოლოდ ქალის. და დავინახე კიდეც თამარ მეფე. “მომყევიო”, - მითხრა და წინ გამიძღვა... ვარძიაში დავეშვი... ზარზე შემოკვრა მიბრძანა.
- მე რომ კაცი არ ვარ-მეთქი”?
- შენ სული ხარ ახლა და შეასრულე, რასაც გეუბნებიო... 

შემოვკარი ვარძიის ზარებს და გამომეხმაურა ჯერ ერთი ზარი, მერე მეორე, მესამე და... ისევ ავფრინდი ზევით, - დავინახე, - მთელ საქართველოში ერთად რეკდა ყველა ზარი და ვარსკვლავებივით ბრწყინავდა ჩემი დაყრილი ყვავილები...

ამაზე გამეღვიძა!


იმდენად ლამაზი სიზმარი იყო, მინდოდა, თქვენთვისაც მომეყოლა... :)))
სხვა არაფერი! :))))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები