ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 იანვარი, 2011


ვერ უშველი (გუდას)

გუდა, გუდაა დედამიწა-სიყალბის მაკეტი,
წიხლების დაშენას მოეშვი თუ გწამდეს ღმერთი და
ყველას რომ გვკიდია კისერზე ის ყულფი გაკვნიტე,
და ამოიარე თავებმოღრეცილთა აღმართი,
რომ წარსულს ვუყუროთ...
შენ უსამშობლო დაიბადე! სულაც არ ბრაზდები,
რომ ცილს დასწამებენ ზნეს გადაყოლილი დედები-
შენს დედას.
მერე ადგები და ჯოჯოხეთს შესდგები შიშველი ტერფებით,
იმის დასაცავად, რაც თან არ გადმოგყვა სხვასავით მუცლიდან.
მოეშვი ”თრეშია” და იქნებ არც ღირდეს სამყარო გინებად,
არ ღირდეს პროტესტი იქ, სადაც ფრინველებს გალიით იჭერენ,
არ ღირდეს იქნება, რისი დაჯერებას გინდა ან გინდება,
ან რას გაუძლებენ ამხელა სამშობლოს ზიდვას ეგ ბეჭები.

გუდა, გუდაა დედამიწა-სიყალბის მაკეტი
და შენ ვერ უშველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები