ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2008
* * *
არ გძინავს, ვატყობ... დაჭიმული ქუთუთოების ქვეშ მოძრავი თვალისგუგები გამხელენ, ხან ერთ კიდეს აწყდებიან, ხან - მეორეს, ხან წრეები ელანდებათ, ხან - სამკუთხედები, შავიდან თეთრში გადადიან, თეთრიდან - ლურჯში... შეგიძლია თვალდახუჭული მენდო, - მხედავ ისედაც...