ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2011


ზმანება ”ლიეტუვა”


ყოველთვის როდი ჩაუვლიან ხოლმე პირსავსე მდინარეები გაზნექილ მატარებლებს,
ხანდახან კვეთენ არარსებულ საზღვრებს და მიედინებიან თავდაღმა,
თვალშეუდგამი და უძირო სილურჯისკენ,
რომელსაც ჰქვია ზღვა და რომელიც მთავრდება იქ, სადაც იწყება ზეცა...

შუასაუკუნეების კოშკთან ჩერდება ჩვენი ექსპრესი...
ოქროსფერმარმაშიან სამოსში გამოწყობილი ქალები ეგებებიან გედიმინასს
და ბონდის ხიდი აკეთებს რევერანსს დედოფლის ყოველი ამოვლისას.
კელაპტრებს ანთებენ დარბაზში...
სიგუტეს ზღაპარს უყვებიან მეფეს და ისმის სარდაფიდან ჯაჭვების ჟღარუნი...
ფრთხებიან თრაკაის გედები... ნიამუნასს ეკრობიან ფრთებით...

ყოველთვის როდი ჩაუვლიან პირსავსე მდინარეებს გაზნექილი მატარებლები.
ისინი მიდიან ზღვასთან, როგორც მწყურვალი ირმები წყალსატევთან 
და სვამენ,
და სვამენ,
და სვამენ...
და ჩამავალი მზით იმშრალებენ დაცვარულ შუბლებს,
და სინანულით იხედებიან სათავისკენ,
საიდანაც წამოვიდნენ ღამით,
(დედის წიაღიდან გამომძვრალი ჩვილები)
და ვიდრე მოატანეს ბალტიას,
გათენდა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები