ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2011


რა შემრჩა ხელში

ამდენი წელი ვიცხოვრე და
რა შემრჩა ხელში:
კუჭში გასტრიტი
და ბოღმა ყელში,
ჭინჭებით შეფუთული  სული,
ღიპი ორსულის,
ცოლი თავგასული,
პრობლემა ათასი,
განა, მარტო ჩემი –
ვაჟის და ასულის.
ბოლო დროს არ მომწონს
მე ჩემი ფერი
(დიეტაზე დავჯდები
ესეც არაფერი),
ორი ხელი სამოსელი,
ფეხსაცმელი ლაქის,
კრედიტი ბანკის
(არ მეშინია:
შემაშინებს, განა, მე რამე? –
ან მე მოვკვდები,
ან ჩემი მევალე.
ასეც და ისეც
დამრჩება ფული
შეტყაპუნებული).
უფულო ქისა,
იმედი ხვალისა,
გამძლეობა ქვისა.

ღმერთო, გამაძლებინე!..

ჩემი კარდიოგრამა
_რთული დიაგრამა:
გული_აჩქარებული,
ხაზები–ირიბი
და  გადატეხილი.

ჩემი სამშობლო,
როგორც დედას პური,
შუაჩაკბეჩილი,
ყუამოტეხილი,
(მაინც დედას პური).

ღმერთო, გადამირჩინე!..

ჩემი ერი
_უსაშველოდ ამტანი,

ჩემი მთავრობა
_მოცეკვავე ფანტანი,
დუნდულების თამთამი.

ჩემი პოეზია,
სულს რომ შეესია
_რიტმი არეული,
ბოდვა მთვარეულის,
უფრო კლასიკური,
რითმით გატიკნული,
არამოდური და
სალანძღავი ჩვენში.
სანამ სული მიდგა
და არ მქვია ლეში,
მაინც ვიტყვი ჩემი სჯობსო

ამდენი წელი ვიცხოვრე და
ეს შემრჩა ხელში?!.




















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები