ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


ჩემი მუზა ხარ!..

ჩემი მუზა ხარ და რომც არ იყო,
წერის მიზეზად მე თვითონ გაქცევ,
შენგან გაქცევას ბევრჯერ მპატიობ,
თუმცა, მე წასვლას გპატიობ არცერთს.

ბოლო ფრაზასაც დავწერ და მორჩა!
სულ გავერიდო, სჯობს, თვალებს თორემ -
საყვედურს, ნათქვამს მაგ ჩუმი მზერით,
კვლავ უპასუხო კითხვებად ვტოვებ...

რაში მჭირდება სხვამ გამამართლოს,
როცა შევცოდე საკუთარ თავთან
და თუკი შენს წინ თავს მორცხვად დავხრი,
ან მიყვარდი, ან... მიყვარხარ... ალბათ...

ლიკა ოხანაშვილი
21.01.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები