ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


არცერთი ნაბიჯი უკან....მაშინაც კი, როცა ქარი უკან გაბრუნებს?......

არცერთი ნაბიჯი უკან!
ქარს რას უჯერებ?.....
არცერთი ნაბიჯი წინ და....
ახალ გზას ზვერავ....
კლდეა უტეხი, გამოვუდექი
იმ ქარს და ვერა..... ვერ დავეწიე....
რას დაეწევი? ..... ქარის მოტანილს, ქარივ წაიღებს იქ....
კლდის პირქუში ჩაღიმილებაც კი,
სულ არაფერს, სულს არაფერს აღარ გაატანს.......
აიტანს ტანს და.... გადაიტანს ქარის სიანცეს,ისე თითქოს.....
(სათქმელს ბოლო დროს სტრიქონს ვერ ვანდობ,
სიტყვა მეცლება...)
გზაა.... მგზავრი ვარ და ყველა ნაბიჯს რა ხანია გული მიზომავს,
არ აჩქარდე....არ აჩქარდე! ჯერ ხომ შორსაა....
ნაბიჯს წინ რომ დგამ, მიზანთან ახლოს, თუ უფრო შორს ხარ?
რომელ მიზანთან?.... რაებს ბოდავ?....
განსაცდელია ყოველი ცოდნა,
და განვიცდით.... თუ განვიცდებით, აღარ ვიცი,
ნაბიჯი ერთი, ორი... სამი და კიდევ სამი.....
წინ ვარ თუ უკან...ერთი სამიც და......
კიბე ცად გიდგას, თუ ქვესკნელს მიგყავს?
პირმეტყველი კაცი ხარ, თუ პირუტყვი წიხლით,
ამ ფიქრს ქარივით შეეფეთები.....მიდის თუ მოდის,
მაინც აქ რჩება.....
და თუ ხმალი ცოტა მოკლეა, ძველებს ხომ უთქვამთ,
ფეხი წინ წადგი, დაყოვნება  ძვირი დაჯდება.....
არცერთი ნაბიჯი, არცერთი ნაბიჯი, არცერთი ნაბიჯი
არც წინ  და არც უკან.......

მაღალი პოეზიის თავმდაბალი პროზაული დასასრული:

პატარა გოგონას  კითხვა: დეეე.....ყველას მაღალი კაცი მოსწონს და ალბათ,
უფალთან ახლოს ჰგონიათ და იმიტომ?....
დედის პასუხი:  არა, გენაცვალე, უბრალოდ ფიქრობენ, მაღალი კაცი უფრო ლამაზიაო.
(თან თვალებით იღიმება)

ზეცაზე უფლის ანგელოზის ღიმილი. (ვერანაირად ვერ დახატული)
                                                                                                                            2011წ. 21 იანვარი.
                                                                                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები