ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2011


,,შემოგაბერდები”


გულში ჩაგიკრავ და კარებს დაგხურავ
შენთვის ავმღერდები,
გრძნობით ავინთები და ამ სიყვარულით
შემოგაბერდები…
დღეებს გაგიყოფ და ღამეს გაგინათებ
ჩემო სანატრელო,
ვისთვის ერთადერთო ცაზე მოკაშკაშევ
ჩემთვის ცხრანათელო.
ყვავილს ვერ შეგკადრებ ყვავილთა დედოფალს
თავად გავარდებულს,
ლექსსაც ვერ მოგიძღვნი მუზათა მეუფევ
შენებრ ამაღლებულს.
უბრალო, ჩვეული ასე გაილევა
წლები ნაფერები
შენზე ზრუნვაში და შენზე სიყვარულში
შემოგაბერდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები