ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


,,გოგოვ დამინდე”


გოგოვ დამინდე
ვერ გავუძლებ მხოლოდ გხედავდე
არად დამიდევ
რა ახლოა და შორ შენამდე.
და ბაგე შენი
გადამკიდებს ხიფათს ვიცი მე
შემყარე სენი
სულ პირველად რომ გამიცინე.
ერთხელ გნახე და
ოცნებებით უმალ ავივსე
გამიმარტდი და
გთხოვ, რომ ისევ გამიმაისდე.
მითხარი რა გსურს
აგისრულო წამსვე ყოველი
გიცქერი ასულს
და სხვას შენს მსგავს არვის მოველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები