 | ავტორი: ჭორფლიანი გოგოო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 იანვარი, 2011 |
გარშემო იყო ტალახი იყო შედარება ანგელოზთან და ამავდროულად იყო ბინძურ აზრებიც(არა მხოლოდ) სულ ახლოს იყო სიგიჟე და თეთრი ხალათი,ოღონდ შეშლილთათვის იყო სიცხეც,გამხმარი სხეულიც და ბოდვაც..მიზეზი ალბათ მაინც ტალახი იყო იყო სურვილი ფრთების ქონის და იქვე ეყარა უსურვილობისგან დაფლეთილი ფრთები.. იყო ნდომა ბავშის ყოლის და შუაზე გახეჩილი ორსული მუცელი იყო სურვილი მონანიების და არ არსებობდა ლოცვანი იყო ცრემლები და არ ჩანდა შვება იყო დაპირება ანგელოზისგან წვიმად მოსვლის და..... შესაბამის მომენტს ელოდა ანგელოზი(ც)
და დაინახა ცისკენ ხელებაწვდილი,თეთრხალათიანი(ოდესღაც) და თალახში ამოსვრილი არსება,საოცრად ნაცნობი თვალებით..წვიმა სწყუროდა ამომშრალ თვალებს. და გაიფიქრა: "მე დაგპირდი და მოვედი შენთვის წვიმად" და გაწვიმდა ანგელოზი ჯერ წვიმის სუნი იგრძნო,რომ უნდა შეგიყვარდეს,ისეთი. თვალებში,სახეზე და თანდათან მთელ სხეულზე იგრძნო სისველე,სისუფთავე და მერე თავისით მოვიდა სიმშვიდე. ფრთხილი შეხებით ჩამორეცხა წვიმამ სხეულიდან მასზე შემხმარი ტალახი... და იყო ღიმილი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|