როს მთვარე მოსტაცა უკუნეთს წარმართმა, მეჰმედის მახვილით შემუსრა ტაძარი. მე მადლი დავკარგე და მტერმა წამართვა აია-სოფია_ქრისტეს პატარძალი.
ფარი დამემსხვრა და ხმალი დამიჩლუნგდა, გულში მაცხოვარიც ვეღარ დავატიე, ჩემებრ ნირწამხდარი მონა ვის რად უნდა, აია-სოფია, დაო, მაპატიე.
გავრბოდი მომდევდა ოსმალოს ისარი, ყურთან ზუზუნებდა ფოლადის ეკალი, შენი ტაძრის გვერდით ეგდო კეისარი, სჯობდა, მასთან ერთად მტერს მეც მოვეკალი.
ვტოვებდი დარდანელს და ქარი ზურგისა ჯავშანზე ნაცემი ქარივით წიოდა და გულს, დაჯიჯგნულს ოსმალოს შუბისგან, სისხლი დაშრეტოდა და ცრემლი სდიოდა.
...
ხუთას წლის მერე, როს დავბრუნდი, დაო, სოფია, ყელში ქეიბურნაკრავივით ხმა ვერ დავძარი: შეუცნობელ არს შემოქმედის ფილოსოფია _მინარეთებით დაბორკილი შენი ტაძარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. კარგი ლექსია. ძალიან მომეწონა. კარგი ლექსია. ძალიან მომეწონა.
17. ისტორიული ლექსია ისტორიული ლექსია
16. ისტორიული ლექსია ისტორიული ლექსია
14. ძალიან მომეწონა ;;) ძალიან მომეწონა ;;)
13. მართლაც რომ შთამბეჭდავი ლექსია! ++222 მართლაც რომ შთამბეჭდავი ლექსია! ++222
11. მშვენიერი, შთამბეჭდავი ლექსია.
5555 მშვენიერი, შთამბეჭდავი ლექსია.
5555
10. ეჰ,არა მარტო აია სოფია. მაგ ტაძარს უვლიან მაინც,ტაო-კლარჯეთის ზოგ ტაძარზე კი, საპირფარეშოა მიდგმული:( ლექსს+++++++++++:) ეჰ,არა მარტო აია სოფია. მაგ ტაძარს უვლიან მაინც,ტაო-კლარჯეთის ზოგ ტაძარზე კი, საპირფარეშოა მიდგმული:( ლექსს+++++++++++:)
9. სულაც არაა გადაპრანჭული. კარგია. სულაც არაა გადაპრანჭული. კარგია.
8. კარგია. მე მომწონს 5 კარგია. მე მომწონს 5
7. გულიანად დაწერილი კი არის, მაგრამ ცოტა გადაპრანჭული მეჩვენება და გაწელილი. გულიანად დაწერილი კი არის, მაგრამ ცოტა გადაპრანჭული მეჩვენება და გაწელილი.
4. მართლაც, აია-სოფია ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დანაკარგია! 5 მართლაც, აია-სოფია ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დანაკარგია! 5
3. შეუცნობელ არს შემოქმედის ფილოსოფია _მინარეთებით დაბორკილი შენი ტაძარი.
რა ლამაზი სიტყვებია! :) კარგი ლექსია! შეუცნობელ არს შემოქმედის ფილოსოფია _მინარეთებით დაბორკილი შენი ტაძარი.
რა ლამაზი სიტყვებია! :) კარგი ლექსია!
2. როს მთვარე მოსტაცა უკუნეთს წარმართმა, მეჰმედის მახვილით შემუსრა ტაძარი. მე მადლი დავკარგე და მტერმა წამართვა აია-სოფია_ქრისტეს პატარძალი.
ქრისტიანული ტაძრებიდან აია-სოფია ყველაზე დიდია მსოფლიოში. მის მერე მოდის ჩვენი სამების ტაძარი, ელიას მთაზე გაშენებული. როს მთვარე მოსტაცა უკუნეთს წარმართმა, მეჰმედის მახვილით შემუსრა ტაძარი. მე მადლი დავკარგე და მტერმა წამართვა აია-სოფია_ქრისტეს პატარძალი.
ქრისტიანული ტაძრებიდან აია-სოფია ყველაზე დიდია მსოფლიოში. მის მერე მოდის ჩვენი სამების ტაძარი, ელიას მთაზე გაშენებული.
1. აია, აია სოფია. აია, აია სოფია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|