ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2011


ღვინო შვება თუ.....

ხან სიხარულს  იზიარებს, ხანაც ჭირში დარდს გიქარვებს
როცა სადღაც სევდა გჩეხავს ის გიშუშებს დაღ-იარებს.
მშვიდად უსმენს შენს სატკივარს და უთქმელად დაგიამებს.
ასე ჩუმად დაგიპყობს და მის ნებაზე გატრიალებს
რაც მეტად ვერ შეელევი მით მეტად რომ გატიალებს 
ხოლოდ ის თუ გათქმევინებს რა ცხოვრება გადიარე
მაგრამ შემდეგ აღარ გახსოვს ვინ იყავი, სად იარე.
შენ მალამო გგონია და ის გიტოვებს ნაიარევს.
ჰოდა ასე მონდომებით ნუღა უცქერ მაგ ფიალებს
ღვინო არის ის ნიავი შენს ფიქრებს რომ აფრიალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები