ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჯუპუი
ჟანრი: იუმორისტული
28 იანვარი, 2011


სიყვარულში არდადეგებს ვიღებ!

სულ პირველად შემიყვარდა ეკა
ერთხელ კოცნა გავუბედე შიშით
თავში ჩანთა ისე მწარედ მრეკა
დღესაც მონსტრად მელანდება ძილში.

ამის შემდეგ შემიყვარდა ანა
შევიყვანე სამიჯნუროდ ბაღში,
როცა ვნების შევაგებე ძალა
დანის წვერი შევიგრძენი ,,ტანში”;

გული დიდხანს არ დავტოვე ღია
ჩემს მესამე გოგოს ერქვა ნატო,
ერთ კვირაში ლამის გადამრია
სამი კაცის საყოფს ჭამდა მარტო.

ჩემს გულს მერე დაეუფლა ქეთა
მაისურში ჩავუცურე ხელი,
წიხლი ისეთ ალაგს ჩამაფეთა
შვილ-მომავალს აწი აღარ ველი.

მეხუთედ კი შემიყვარდა თიკო
იმის გარდა ვერ ვამჩნევდი ქალებს,
სიყვარულში კანფეტივით იყო
მაგრამ ენა ჰქონდა ძლიერ მწარე.

ბოლოს გული შემიტოკა ნინიმ
სიყვარული ბრამა ყოფილა ხო და
არ ჰქონია ერთი გრამი ტვინი
მაგრამ თავი ბიდონივით ჰქონდა.
_________________________
რა მურტალი ბედის პატრონი ვარ
რა ჭირი მჭირს ხალხო ვეღარ ვიგებ,
აღარ მინდა მეტი დავიღალე
სიყვარულში არდადეგებს ვიღებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები