ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: იუმორისტული
28 იანვარი, 2011


ისე მენატრები, რომ...
მგონი მუტაციას განვიცდი.
ლამის ვიქეცი მერცხლად...
და მოვფრინდი შენთან.
გზაში შემომხვდა ტოროლა.
          ***

ყინვამ იჩალიჩა, იჩალიჩა და...
წვიმა თოვლად გადააკეთა.
              ***
ორი პიროვნების საუბრიდან:
,,მათ ერთმანეთი წინა საუკუნიდან უყვართ''...
( ნუ ყველაზე ნაკლები 12 წელია ერთმანეთი უყვართ და ჯერ არ დაქორწინებულან )
        ***
ზღვა...
თვით მზე გაირუჯა
შენი კანით.
    ***

მე და შენ
ერთად
კარგი აზრია,
მამხიარულებს
ეს ფანტაზია...
მერე შენ ღიმილებს
მომიქსოვ
მზის სხივებით.
მე კი ჩაგაცვამ ვარსკვლავებს.
ჩვენ ერთად ვიქნებით
და...
შენზე ფიქრები მახარებს.

და მერე ასე თბილად
გადავხსნით ნისლის ფარდებს,
გავყვებით ვარდებს
ციცინათელების შუქნიშნებით
მოწესრიგებულ
სიკეთის ბილიკებზე.

რომელიღაც პარკში
წითლად აეწვებათ სახე
ჩვენს ფოთლებს.
მერე ჩემს თვალებში
ზღვისფრად აენთება
შენი ცა...
და
თეთრ ღრუბლებად
ჩამოთოვს
ჩვენი გზა...

და კიდევ:
ასე თბილად :
ვივლით,
ვივლით
ვივლით.

მაცალე,
მე შენ მოგივლი...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები