ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
28 იანვარი, 2011


მე-ოჯახის ერთგული კატა

      შენ მომიყევი, თუ როგორ მოგთხოვა ბებომ, რომ ოჯახის კატა, რომელიც საბუდარს შეეჩვია, გამუდმებით გპარავდათ ახლადდადებულ კვერცხებს და ყელს იკოკლოზინებდა, არაგვში დაგეღრჩო.
      - ყელზე მძიმე ქვები შეაბი, ბებო, და მდინარეში მოისროლე!
        თუმც სინანულით, მაგრამ მაინც შეასრულე ბებიის სიტყვა.
        შენს გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა საღამოს, ბუხრის გარშემო მსხდომთ, კარის ჭრიალი შემოგესმათ და სახლში ტალღებით გალახული და დაღლილი კატა დაგიბრუნდათ...
        თითქოს მიხვდაო დანაშაულს, მას მერე საბუდარს არ გაკარებია... მაგრამ არც თქვენ მოგცილებიათ...
        გაგეცინება, მაგრამ ამას რომ მიყვებოდი, ჩემდაუნებურად, პარალელი გავავლე, ჩემსა და კატას შორის...
        ღმერთმა მძიმე ტვირთი შემაბა და ცხოვრების აბობოქრებულ მდინარეში მომისროლა. ვიწვალე და გამოვედი... სახლს მივაგენი, ოჯახის უფროსის ფეხს წელშიგაზნექილი მივეტმასნე...მიველამუნე...
        ეხლაც მის ფეხებთან ვწევარ…თბილი…ფაფუკი... დარგოლილი და საამოდ ვკრუტუნებ...
        მე-ოჯახის ერთგული კატა…

P.$. ჰოროსკოპით ვეფხვი ვარ - კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი... ამის ბრალია ვითომ?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები