ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2011


ჩამოდი

გთხოვ, აუცილებლად ჩამოდი აპრილში,
ხეების კვირტები ერთად რომ გავშალოთ.
დღეს ასე მგონია, ცხოვრების ნაპირში
მიმაგდო სევდამ და... უნდა, რომ წამშალოს.

ზამთრის ცა სუსხს მატებს წარსულზე კაეშანს,
დღეებსაც ფიქრივით უხეშად აგრძელებს
და ვფიქრობ, რომ არსად არ უნდა გამეშვა
ის, ვინც ხიბლს მატებდა ზამთარს და ფანტელებს.

იმდენი რამე მაქვს დღეს შენთვის სათქმელი...
იანვრის დღესავით მამუქებს სიჩუმე...
და როცა გაახლებ ყველა დარდს გამხელილს,
ისევ ძველებურად შენს გვერდით ვისურვებ

ყოფნას და... იქნება, ოცნება ამიხდეს,
იქნება გვაკმაროს სიშორე განგებამ...
თუ მოხვალ, ადგება იანვრის სევდა და
აპრილის სითბოში თოვლივით ჩადნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები