ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2011


წადი...ჩუმად... წადი...

ჩემს ოთახში პეპლები დაფრინავენ. მეც პატარა ბავშვივით მათ დაჭერას ვცდილობ.
შემდეგ ფანჯარას ვაღებ და ვუშვებ.
გული მწყდება, აღარ ვიცი ვის ვეთამაშო, მაგრამ ვნებდები.
ოთახის კუთხეში ვჯდები, თითებზე ვითვლი გავლილ წლებს და ფიქრში ვიკუჭავ.
შენ მოდიხარ, შუბლზე მკოცნი, მე თვალს გაყოლებ და ასე, გამოგონილ სამყაროში თუ დაგინახავ.
მერე ვდგები, გვერდზე ოთახში სიარულს ვიწყებ-ვგიჟდები.


ჩემ გამოგონილ შვილს აკვანში ვაწვენ ასევე გამოგონილში და ვჩუმდები. მანამ ვიქნები ჩუმად სანამ ჩვენს შვილს არ გაეღვიძება, სიჩუმით უნდა გავაღვიძო.

ოთახში დედა შემოდის და მიწაზე მაგდებს, ჩემს ყველა ილუზიას ნაგავში ყრის და მეც გაბუტული ვჯდები კუთხეში.
თავიდან მინდა ყველაფრის დაწყება-არაფერი გამომდის.
უჯრიდან ვიღებ ბავშვის ტანსაცმელს და ვმალავ, არ მინდა არარსებული ჩვენი შვილის ნივთები წამართვან, მინდა მახსოვდეს ყოველთვის.

ჩვენ შეიძლება გვყოლოდა შვილი მწვანე თვალებით.

ნერვიულად ვათამაშებ თითებს,
მაკრატელს ვიღებ და შენს წაშლას ვიწყებ ჩემი ცხოვრებიდან.
ვიჭრი თმებს, რომელიც ასე გიყვარს,
ვყრი ლექსებს, რომელიც შენზე დავწერე და თვალები დამრჩა,
თვალების ფერი...
მწვანე, შენი საყვარელი ფერია.

ყველაზე უაზრო მელოდიაზე ვცეკვავ და მინდა მოვკლა ის ბავშვი, რომელიც ჩემში გიყვარდა ერთ დროს,
მინდა წავშალო შენზე ფიქრში გატარებული თითოეული წამი.
წადი,
წადი,
წადი,
ჩემი გონებიდან, გულიდან, საბოლოოდ წადი.

მაინც მიმატოვე,
შენ თუ ოდესმე დაგჭირდი და აღარ ვიქნები,
თუ ოდესმე...

მიდი და გამომიგონე
.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები