ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


მიყვარხარ, ჩემო!

მიყვარხარ, ჩემო...
ჯერ არ მითქვამს არასდროს, თუმცა,
ვფიცავ, ყოველ წუთს ამას ვამბობ,
უსიტყვოდ, სუნთქვით...
სიყვარული ხომ
სიტყვებია ხანდახან მხოლოდ, 
ან იქნებ მეტიც...
მისით ხედავ სამყაროს თუკი...

მიყვარხარ, ჩემო...
ახლა გეტყვი, იცვლება რამე?!
არ მგონია, რომ
გაიზარდოს ეს გრძნობა მეტად...
ექოც კი იტყვის,
სულ უბრალო  სიტყვაა რადგან,
სწორედ ამიტომ
მერჩივნა, რომ სულაც არ მეთქვა...

მიყვარხარ, ჩემო...
დაგიწერე რამდენჯერ ლექსში,
შენს სიყვარულზე ვუყვებოდი
კლდეებს, ქარაფებს...
ჩემი ცხოვრების სიზმარი ხარ,
ისე ლამაზი,
რომ სიყვარულსაც,
ჩემო, მე შენს სახელს დავარქმევ!

ლიკა ოხანაშვილი
29.01.2011



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს