ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა_გაბეჩავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 იანვარი, 2011


ოღონდ მიყვარდე

მხოლოდ მიყვარდე, საკმარისია...
ქარი შევაბა ღრუბლის ფაეტონს,
ქროლვით ისუნთქო მზისკენ ღიმილი
სახეზე ჩემი სახე დაგეტყოს...
მწველი ფიქრები ფრენით გაერთოს
აღარ ვიწვიმებთ უკვე საერთოდ
და მხოლოდ დილის მწვანე ფოთლებზე
ჩუმ სიხარულის ცრემლად ავენთოთ.
დავინამებით...
სველ სიცოცხლედ
მწვანე ფოთლებზე.
დილის ცვარ-ნამთა მარგალიტებში
ალმასებივით  აინთებიან
სხივნი მზისანი.
შენი თვალები...
საკმარისია,
რომ ჩემს სულს შენი თვალების ნათება დაეტყოს...
უნდა გაჩვენო
ღიმილის ქუჩა ჩემი ბავშვობის,
წამო, გაცინო...
აქ ყველა სახლს შენი დაბადების დღე აწერია
არავითარი ბედისწერა და მისტერია.
ვნახე ღიმილი, ვნახე საერთო...
ოღონდ მიყვარდე,
ქარებს შევაბამ ღრუბლის ფაეტონს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები