ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოცდაათი წამი მარსამდე და ...
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2011


ნოტები -ფა

ვიწყებ დაკვრას
და თან ვოცნებობ

პირველი ნოტი დო
სადმე ზღვისპირას მინდა ვეგდო

მეორე ნოტი რე
მინდა ირგვლივ იდუმალი სიწყნარე

მესამე ნოტი მი
მინდა გვერდში მეწვე შენ
ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ
მთვარე ღამეს ანათებდეს
ნელი ბრიზიც ქროდეს
შენ კი ჩემზე ჩახუტებულს
წამითაც კი არ გციოდეს...

განვაგრძობ დაკვრას
რეალობა იწყებს ტვინის ჭმას

მეოთხე ნოტი ფა
მორჩი ზღაპრებს გეყოფა
ამ ყველაფრის დრო არც არასდროს არ მოვა
მოვა და ვიღაც დაანგრევს
ამ შენს ნაშენებ ოცნებებს
წაშლის გააქრობს გაარღვევს
ვითარცა ტალღა
ამ სანაპიროზე შენს მიერ განვლილ ნაკვალევს
დარჩები ისევ მარტო
და სამარეც ხელით უნდა თხარო მარტომ
არვინ იტყვის აქ იყოო ესო
მას უყვარდა ისო ძალიანო

მეხუთე ნოტი სო
ჩემი ცოდვით აივსო
თვალები მისი ჩემზე ფიქრით ცრემლით გაივსო

მეექვსე ნოტი ლა
ყველამ ფეხზე დამიკიდა
ჩემთვის ღმერთმაც კი ვერ მოიცალა
ჩემში კიდევ რაღაც მოკვდა
გარდაიცვალა

ვამთავრებ დაკვრას
ვიტოვებ იმედს გავა დრო
მოვა მუსიკა მოვა რითმები
და ჩემს გულში ძველებურად
უნაზეს გრძნობად აჟღერდები

მეშვიდე ნოტი სი
გაისმის კითხვა ვინ ვარ მე
მე ვარ უნიჭო მუსიკოსი
პროზაიკოსი მელექსე და რამეეეე

მაგრამ მე მინდა შენ გითხრა
ლექსად თუნდაც მოთხრობად ან ფილმად

მე შენ მიყვარხარ
ყველაზე მეტად ამ
(ცოდვით სავსე უბადრუკ) ქვეყნად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები