ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
4 თებერვალი, 2011


მოსკოვურები - 2

4.    ქოლგა

ვზივარ ავტობუსში, რომელიც თანდათან ივსება მგზავრებით. ბოლოს კი ხალხით გადაჭედილი ავტობუსი რომ ლამის გადაიზნიქა, მესმის ასეთი დიალოგი (მოდით, ქართულად მოვყვები, ყველამ რომ გაიგოს...)
– ქალიშვილო, თქვენი ქოლგა ჩემს ფეხებს შორისაა გახიდული...– ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი და ცდილობს ამ გოგონას შეხედოს.
– რა ჩემი ბრალია? ადგილი არ არის აქეთ... იყოს მანდ, ხელს გიშლით?
– არა, ხელს კი არ მიშლის, მაგრამ... დაკეტეთ მაინც... თორემ ჩემს წინ მდგომ ქალს ეგონება, რომ მე ვაწვები მას ჩემი ასოთი...

ავტომატურ საკეტზე დახურული ქოლგა გახსნილიყო.... ეტყობა ხელი ან ფეხი მოუხვდა ვინმეს.
ავტობუსში ისეთი ხარხარი ატყდა, კინაღამ ამოვყირავდით!




5.  გოგონა და კონდუქტორი

იმ პერიოდში ავტობუსის ბილეტებს კონდუქტორები ყიდდნენ.
წარმოიდგინეთ: გადაჭედილი ავტობუსი. კონდუქტორი ყოველ გაჩერებაზე მთელი ხმით ყვირის:
– მოქალაქე მგზავრებო, გადმოაწოდეთ მგზავრობის ღირებულება...
– ქალო (Женщина) მწვანე კოფთით, გადმოაწოდეთ ფული ბილეთისთვის...
– კაცო (мужчина), მელოტო, შენ გეუბნები... ბილეთის ფული გადმომაწოდე, მანდ არ მომიყვანო... 
– ახალგაზრდავ (молодой человек), თქვენ რა, არ გეხებათ ბილეთის აღება?
– ქალიშვილო (девушка), ეი, ქალიშვილო ცისფერი ტრუსებით, არ ჩახვიდე უბილეთოდ... ვის ვეუბნები?

ამ დროს ამ გოგონამ ბილეთიანი ხელი ასწია და... ყველამ დაინახა, რომ კონდუქტორი შეცდა, – გოგონას ბილეთი ჰქონდა! გოგონა გამარჯვებული სახით ჩავიდა ავტობუსიდან, კონდუქტორმა კი გაბრაზებით ჩაიბურტყუნა:
– Откуда мне знать? Вместо трусов, пусть билет показывает...  лучше было бы! (მე რა ვიცი? ტრუსების ჩვენებას, ბილეთი ეჩვენებინა, აჯობებდა!)
– მოქალაქე მგზავრებო, გადმოაწოდეთ მგზავრობის ღირებულება... 
და ყველაფერი დაიწყო თავიდან!




6.  სახელური

ზამთარია. საკმაოდ ცივა. ავტობუსის გაჩერებებზე ფაფუკი თოვლის ნაცვლად ყინულის სქელი ფენა, – ლიპყინულია (гололёд).
როგორც წესი, ჩემს N ავტობუსში ფანჯარასთან ვზივარ და გადათეთრებულ მოსკოვს გავყურებ. ერთ–ერთ გაჩერებაზე დავინახე, როგორ მორბოდა ავტობუსისკენ ვიღაც ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც ორივე ხელში დიდი ჩანთები ეჭირა. ერთი ჩანთის უკან ბადურასაც მოვკარი თვალი. მამაკაცი ავტობუსში ამოვიდა და უცებ...
– ბრააახ! – გავიგეთ საშინელი დაცემის ხმა.
ეს ჩანთებიანი მამაკაცი ავტობუსიდან გადავარდა.  და ჩანთები ხომ აქეთ–იქით გადაცვივდა? კიდევ რაღაც მომრგვალებულ მილს არ უშვებდა ხელიდან.

როგორც ეტყობა, ეს კაცი ავტობუსში ამოსვლისას კიბის ცენტრში სახელურს ჩაეჭიდა. ეს სახელური მოძვრა და მამაკაციც  სახელურიანად გადავარდა ავტობუსიდან.
– ვაი, –  ერთხმად აღმოხდა ყველას და...

ამ დროს ავტობუსის მძღოლმა სრულიად მშვიდი და ოდნავ მბრძანებლური კილოთიც კი გამოაცხადა მიკროფონში:
- Положь на место!  (დადე ადგილზე!) –მძღოლი  იმ გადავარდნილ კაცს კი არა, სახელურს ჩიოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს