ნაწარმოებები



ავტორი: მარიკა-12
ჟანრი: საბავშვო
2 თებერვალი, 2011


ზამთრის დილა

ზამთრის დილას, ალიონზე გაიხედა ლიზიმ გარეთ
და ნაზი ხმით დაიყვირა რა ხდებაო მოდით, ნახეთ.
ყველა ხე, თუ ყველა ბუჩქი, შემოსილი იყო თეთრად
აბა ჩქარა ჩავიცვათ და ვიგუნდაოთ ყველამ ერთად.
მოიხვია ყელზე შარფი, შემოიცვა ტანზე ქურქი
ლიზის გიგიც არ ჩამორჩა სწრაფად დაიხურა ქუდი.
გადირბინეს ეზო და წაიყვანეს მამა
ერთად უნდა გააკეთონ დიდი თოვლის პაპა.
მოაგროვეს ვებერთელა სამი თოვლის გუნდა
ახლა ამის აწყობას არაფერი უნდა.
აბა, ჩქარა მოიტანეთ ნახშირი და სტაფილო
დედას ცოცხი გამოართვი, გაიქეცი მამილო.
აი, უკვე დავასრულეთ შემოგვხედე ძია ბესო
ნახე როგორ დაამშვენა თოვლის ბაბუმ ჩვენი ეზო.
მოდით ახლა შინ შევიდეთ მივეფიხცოთ ბუხარს
თოვლი პაპა შეხვდება ჩვენთან მოსულ სტუმარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები