ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2011


დადრდი სიყვარულისფერა

დარდი... -სიყვარულისფერა,
სევდა შენი... -ცისარტყელა,
ვარსკვლავები ციმციმელა,
მთვარე  -შოთისპურის ხელა.
ზღვა ზღვისფერა,
ცა ცისფერა  ოქროსფერად დაიფერა.
ნისლი ...- ღრუბლის ერთი წველა,
მთის კალთაზე გაიწელა,
წვიმა...-სიხარულის ცვენა,
თოვლი...-უფლისაგან შველა.
ცხვირწინ მიდევს ხონჩით ყველა,
რაც რომ ღვთისგან დაიწერა,
თვალმაც ასე დაინახა!
გულმაც ასე დაიჯერა!
ჩემო ლამაზო ქვეყანა,
ვიცი, მომკლავს  შენი მზერა!
დარდი...-სიყვარულისფერა,
სევდა შენი...-ცისარტყელა,
არცა ვნაღვლობ, არც ვინაღვლებ!
ესაც ჩემი ბედისწერა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები