(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, გია ქიქავას, ლაშა მიქელაძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, ნიკა მალაზონიას, მინდია ცეცხლაძეს, ზაზა ფირცხალაიშვილს, ლევან დევაძეს, სულხან წულუკიძეს, გენრი დოლიძეს)
.
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი, ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია, გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბიჭები რომ მღერიან - ჩემი ძმაკაცებია.
ყველა პოეტია და საქართველო ქართულად აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა, ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.
პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან ასფალტზე და ჰენრისაც მონატრება სწყურია აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია, უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია - რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ, ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს, ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო, ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,
თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში, ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი? მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი, როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.
ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა, წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა, მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან, "გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.
იმ წუთებს და სიმღერებს, საათებს და გულისთქმას მოუფრთხილდა ბათუმი როგორც ძვირფას შენაძენს, მერე ერთმა პოეტმა დედა - ცას გაურითმა და საერთო ჯამიდან შესვა ლევან დევაძემ.
წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია, მაგრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი, ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს, ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი. ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა, მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო, როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა, ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო. იდგა მიქაელივით ღამის ცა... თეთრი დუქანთან - დილა ჩამოაწოდა ადლიიდან აისმა, პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს.
თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან... იმ დღეს ორი ქუჩიდან იწყებოდა ქალაქი, სადაც ჩვენ ვმღეროდით და ნიკა სადაც მღეროდა.
გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
69. მაგარიააააააააააააააა მაგარიააააააააააააააა
68. ისევ აჟიტირებული ვარ გუშინწინდელი საღამოთო.... მომენატრეთ ისევ და მოვედი აქ. ისევ აჟიტირებული ვარ გუშინწინდელი საღამოთო.... მომენატრეთ ისევ და მოვედი აქ.
67. ეს ლექსი ვიცი და შენი ძმაკაცებიანად მენატრებითთთთ.......... ყველა მენატრებით :( ეს ლექსი ვიცი და შენი ძმაკაცებიანად მენატრებითთთთ.......... ყველა მენატრებით :(
66. უმაგრესი ლექსია ასეთი ჯერ აქ არ წამიკითავს უმაგრესი ლექსია ასეთი ჯერ აქ არ წამიკითავს
65. ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს.
!!!! ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს.
!!!!
64. ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს. :))))))
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია! :)
გენაცვალეთ :)))) კარგები ხართ :))) ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს. :))))))
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია! :)
გენაცვალეთ :)))) კარგები ხართ :)))
63. კაია შენნაირი ძმაკაცი რო ყავს კაცს! აშკარად კაია!))) კაია შენნაირი ძმაკაცი რო ყავს კაცს! აშკარად კაია!)))
62. ვაა მეც გავიჩითე:) კაი ხარ ძმაკაც!! ბოდიში გუშინ რო ვერ გამოვედი! ვაა მეც გავიჩითე:) კაი ხარ ძმაკაც!! ბოდიში გუშინ რო ვერ გამოვედი!
59. ბოლო ბრჭყალი ;) ბოლო ბრჭყალი ;)
58. მწერლობა, პოეტობა ზნეობრივი კატეგორიაა! მწერალი, პოეტი, შეიძლება არ იყოს გენიოსი, მაგრამ უნდა იყოს განსწავლული, ყველაფერი, თუ არა, ბევრი რამ უნდა იცოდეს და მათ შორის უნდა იცოდეს რა არის "სვისტოკი' მწერლობა, პოეტობა ზნეობრივი კატეგორიაა! მწერალი, პოეტი, შეიძლება არ იყოს გენიოსი, მაგრამ უნდა იყოს განსწავლული, ყველაფერი, თუ არა, ბევრი რამ უნდა იცოდეს და მათ შორის უნდა იცოდეს რა არის "სვისტოკი`
57. იუმორისტული ჟანრი არა სვისტოკი. იუმორისტული ჟანრი არა სვისტოკი.
55. გაიხარეთ საქართველოს პოეტებო! ლექსი კარგია! იუმორისტული ჟანრი მოუხდებოდა! გაიხარეთ საქართველოს პოეტებო! ლექსი კარგია! იუმორისტული ჟანრი მოუხდებოდა!
54. ეს ლექსი მუსიკის ფონზე წამეკითხა...
რა ვიცი სევდიანი რატომ მომეჩვენა...
კარგი ადამიანები ხართ:)
მიყვარხართ ყველა...თქვენ პოეტები საქართველოსი....
გორგილაძის ქუჩა....ჰმმმმ ეს ლექსი მუსიკის ფონზე წამეკითხა...
რა ვიცი სევდიანი რატომ მომეჩვენა...
კარგი ადამიანები ხართ:)
მიყვარხართ ყველა...თქვენ პოეტები საქართველოსი....
გორგილაძის ქუჩა....ჰმმმმ
53. ჯიგარი ხარ ძმა...
კაი სტროფები და ხალხი შეჰმატებია...
+ ჯიგარი ხარ ძმა...
კაი სტროფები და ხალხი შეჰმატებია...
+
52. ეს ლექსი... გაახლებულია, როგორც ვხედავ... ორივე ვარიანტი უძლიერესია, როი. შენეულია სულ... ეს ლექსი... გაახლებულია, როგორც ვხედავ... ორივე ვარიანტი უძლიერესია, როი. შენეულია სულ...
51. ხალასი ნიჭი, წრფელი გული, წმინდა მეგობრობა და ულამაზესი ლექსი მზად არი:) და ზღვა აუცილებელია:) ხალასი ნიჭი, წრფელი გული, წმინდა მეგობრობა და ულამაზესი ლექსი მზად არი:) და ზღვა აუცილებელია:)
50. მიყვარს ეს ლექსი და ეს ადამიანები!!!! მიყვარს ეს ლექსი და ეს ადამიანები!!!!
49. პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
სავსე ლექსია ძალიან და მზესავით თბილია!...... მოკითხვა ბიჭებს! და ბათუმს! პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
სავსე ლექსია ძალიან და მზესავით თბილია!...... მოკითხვა ბიჭებს! და ბათუმს!
48. უმაგრესი ხალხი ხართ და მიყვარხარ ყველა, შემოგევლოთ ჩემი თავი! :) +2 უმაგრესი ხალხი ხართ და მიყვარხარ ყველა, შემოგევლოთ ჩემი თავი! :) +2
47. ელეგანტის ნაწერი უკვე დიდი ხანია, არ უნახავს არავის პოეზეია ახალი, როი ლექსის წერის დროს სიყვარულით მთვრალია, მზე შვილია მისი და მთვარე მისი მძახალი.
ახლა ქუჩის ბოლოში გამახსენდა გოგონა, როგორ იდგა ეულად, ცხარე ცრემლით ტიროდა, თურმე პოეზიაზე წამოზრდია მოთხოვნა, როინია მეფეო ხმამაღლა გაჰყვიროდა.
ჰოდა ძმაო მიაწექ, სულის სივრცე გახანი, ულექსობით პოეტის არსებობა ბრალია, არ უნახავს არავის პოეზია ახალი, ელეგანტის ნაწერი უკვე დიდი ხანია.
პ.ს. გენაცვალე როი ძმაო, +5
ელეგანტის ნაწერი უკვე დიდი ხანია, არ უნახავს არავის პოეზეია ახალი, როი ლექსის წერის დროს სიყვარულით მთვრალია, მზე შვილია მისი და მთვარე მისი მძახალი.
ახლა ქუჩის ბოლოში გამახსენდა გოგონა, როგორ იდგა ეულად, ცხარე ცრემლით ტიროდა, თურმე პოეზიაზე წამოზრდია მოთხოვნა, როინია მეფეო ხმამაღლა გაჰყვიროდა.
ჰოდა ძმაო მიაწექ, სულის სივრცე გახანი, ულექსობით პოეტის არსებობა ბრალია, არ უნახავს არავის პოეზია ახალი, ელეგანტის ნაწერი უკვე დიდი ხანია.
პ.ს. გენაცვალე როი ძმაო, +5
46. ჰეი, ზღვისფერყანწელებო!(ოთარ რურუა) თქვე, მართლა ზღვისფერყანწელებო... ჰეი, ზღვისფერყანწელებო!(ოთარ რურუა) თქვე, მართლა ზღვისფერყანწელებო...
45. 5
იცოცხლეთ, ძალიან გენაცვალეთ ბიჭებო, როინ. ლექსი უძლიერესი. 5
იცოცხლეთ, ძალიან გენაცვალეთ ბიჭებო, როინ. ლექსი უძლიერესი.
44. წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია, :)
წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია, :)
43. კარგები ხართ :) კარგები ხართ :)
42. მინდოდა მეთქვა რაღაც ამაღლებული,მაგრამ ამ დიდებული ლექსის მერე, ვერც სიტყვები ვიპოვე და კარგადაც წავიტირე...
მინდოდა მეთქვა რაღაც ამაღლებული,მაგრამ ამ დიდებული ლექსის მერე, ვერც სიტყვები ვიპოვე და კარგადაც წავიტირე...
41. ზღვისფერყანწელებს
ჰეი, ზღვისფერყანწელებო! გაუძელით დრო-ჟამს, ახლა თქვენ გაბარიათ პოეზიის დროშა. როგორც ცისფერყანწელები ამაყობდნენ გენით, სწორედ ისე ამაყობს კოლხიდელი თქვენით. მთებს-აზიდულთ ცამდე გადავლახავთ რწმენით, კვლავაც გელაპარაკოთ პოეზიის ენით. გაუ ზღვისფერყანწელებს! მწამს: გაუძლებთ დრო-ჟამს. ახლა თქვენ გაბარიათ პოეზიის დროშა.
აჰა, ესეც შეპირებული ლექსი. ;) ;) ;) :))))) ზღვისფერყანწელებს
ჰეი, ზღვისფერყანწელებო! გაუძელით დრო-ჟამს, ახლა თქვენ გაბარიათ პოეზიის დროშა. როგორც ცისფერყანწელები ამაყობდნენ გენით, სწორედ ისე ამაყობს კოლხიდელი თქვენით. მთებს-აზიდულთ ცამდე გადავლახავთ რწმენით, კვლავაც გელაპარაკოთ პოეზიის ენით. გაუ ზღვისფერყანწელებს! მწამს: გაუძლებთ დრო-ჟამს. ახლა თქვენ გაბარიათ პოეზიის დროშა.
აჰა, ესეც შეპირებული ლექსი. ;) ;) ;) :)))))
39. ჯიგარი!
მოგიკითხე ასევე :) ჯიგარი!
მოგიკითხე ასევე :)
38. თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან... იმ დღეს ორი ქუჩიდან იწყებოდა ქალაქი, სადაც ჩვენ ვმღეროდით და ნიკა სადაც მღეროდა.
გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
კარგია...გაიხარეთ :) თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან... იმ დღეს ორი ქუჩიდან იწყებოდა ქალაქი, სადაც ჩვენ ვმღეროდით და ნიკა სადაც მღეროდა.
გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
კარგია...გაიხარეთ :)
37. ეხლა წავიკითხე კომენატარები. ჟანრი არ იცვლება?
ეხლა წავიკითხე კომენატარები. ჟანრი არ იცვლება?
36. ვაიმე იუმორისტული რა ვიცი და ძალიან ემოციური ნამდვილად არის...
"რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ, ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს, ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო, ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე..."
მაგარი იყო ეს ძალიან... და მთლიანობაშიც. გულისცემააა. +2
ვაიმე იუმორისტული რა ვიცი და ძალიან ემოციური ნამდვილად არის...
"რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ, ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს, ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო, ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე..."
მაგარი იყო ეს ძალიან... და მთლიანობაშიც. გულისცემააა. +2
35. კიდევ მოვედი... ამდილაუთენია პირველი რაც გავაკეთე, იყო ის რომ, კალამი ავიღე ხელში და ''ზღვისფერყანწელებზე'' ლექსის წერა დავიწყე. ;) :) ვამაყობ თქვენით ბიჭებო (და არა მარტო მე) ;) როგორც ''ცისფერყანწელები'' იყვნენ და არიან საამაყოები საქართველოსთვის, ისე ხართ თქვენც''ზღვისფერყანწელები'' საამაყო ხალხი ქართველობისთვის. ;) ;) ;) კიდევ მოვედი... ამდილაუთენია პირველი რაც გავაკეთე, იყო ის რომ, კალამი ავიღე ხელში და ``ზღვისფერყანწელებზე`` ლექსის წერა დავიწყე. ;) :) ვამაყობ თქვენით ბიჭებო (და არა მარტო მე) ;) როგორც ``ცისფერყანწელები`` იყვნენ და არიან საამაყოები საქართველოსთვის, ისე ხართ თქვენც``ზღვისფერყანწელები`` საამაყო ხალხი ქართველობისთვის. ;) ;) ;)
34. ..
არ იწერება ასეთი ნაწერები მართალი სიყვარულის გარეშე.. არ იწერება და მორჩა.. გულს აბრუნებს.. ..
არ იწერება ასეთი ნაწერები მართალი სიყვარულის გარეშე.. არ იწერება და მორჩა.. გულს აბრუნებს..
33. წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
თქვენი თავი მიცოცხლოს უფალმა!!! მეამაყებით!!! +55555 წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
თქვენი თავი მიცოცხლოს უფალმა!!! მეამაყებით!!! +55555
32. მაგარია როგორც ყოველტვის+777 მაგარია როგორც ყოველტვის+777
31. 28. ნატვრისთვალი რომ მქონოდა შენ გინატრებდი, ოღონდ ბევრს..... შენნაირი პოეტები არ მოეშალოს საქართველოს... ----------- 55555555+++++ მ ა რ ი კ ო. 2011-02-04 00:26:17
:))
მიყვარხარ როი 28. ნატვრისთვალი რომ მქონოდა შენ გინატრებდი, ოღონდ ბევრს..... შენნაირი პოეტები არ მოეშალოს საქართველოს... ----------- 55555555+++++ მ ა რ ი კ ო. 2011-02-04 00:26:17
:))
მიყვარხარ როი
30. 5555555555555555555555555555 5555555555555555555555555555
29. ... ჩემი ძმაკაცები და ...
(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, გია ქიქავას, ლაშა მიქელაძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, ნიკა მალაზონიას, მინდია ცეცხლაძეს, ზაზა ფირცხალაიშვილს, ლევან დევაძეს, სულხან წულუკიძეს, გენრი დოლიძეს)
.
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი, ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია, გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბიჭები რომ მღერიან - ჩემი ძმაკაცებია.
ყველა პოეტია და საქართველო ქართულად აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა, ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.
პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან ასფალტზე და ჰენრისაც მონატრება სწყურია აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია, უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია - რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ, ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს, ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო, ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,
თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში, ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი? მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი, როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.
ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა, წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა, მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან, "გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.
იმ წუთებს და სიმღერებს, საათებს და გულისთქმას მოუფრთხილდა ბათუმი როგორც ძვირფას შენაძენს, მერე ერთმა პოეტმა დედა - ცას გაურითმა და საერთო ჯამიდან შესვა ლევან დევაძემ.
წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია, მაგრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი, ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს, ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი. ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა, მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო, როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა, ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო. იდგა მიქაელივით ღამის ცა... თეთრი დუქანთან - დილა ჩამოაწოდა ადლიიდან აისმა, პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
ბახუსმოკიდებულებს აღარ გვახსოვს და თურმე გიასთან რომ მივედით საბოლოოდ ავიშვით, ქუჩა-ქუჩა ვყვროდით - გენაცვალე ბათუმოს - და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს.
თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან... იმ დღეს ორი ქუჩიდან იწყებოდა ქალაქი, სადაც ჩვენ ვმღეროდით და ნიკა სადაც მღეროდა.
გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია! ... ჩემი ძმაკაცები და ...

28. ნატვრისთვალი რომ მქონოდა შენ გინატრებდი, ოღონდ ბევრს..... შენნაირი პოეტები არ მოეშალოს საქართველოს... ----------- 55555555+++++ ნატვრისთვალი რომ მქონოდა შენ გინატრებდი, ოღონდ ბევრს..... შენნაირი პოეტები არ მოეშალოს საქართველოს... ----------- 55555555+++++
27. თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან..
უჰ..ცრემლის ბურთი გამეჩხირა,ყელში...იხარეთ! თითო ლექსიც დავირქვით სახელად და გვარად კი ყველა ერთნი ვიყავი, მხოლოდ... საქართველოდან..
უჰ..ცრემლის ბურთი გამეჩხირა,ყელში...იხარეთ!
26. იმზეგრძელეთ! კარგია! +5 იმზეგრძელეთ! კარგია! +5
25. :) 55555555555555 :) 55555555555555
24. გია ქიქავა:) სალამი ურაკს:):)
კიდე კაი იუმორისტულში არ გაქვს გათვლილი თორე გუშინდელ ჩემს დაცემას:):)(ეზოში) ვერ ავცდებოდი აქ:):):)
იხარე როი.. მუდამ და მუდამ.. გია ქიქავა:) სალამი ურაკს:):)
კიდე კაი იუმორისტულში არ გაქვს გათვლილი თორე გუშინდელ ჩემს დაცემას:):)(ეზოში) ვერ ავცდებოდი აქ:):):)
იხარე როი.. მუდამ და მუდამ..
23. სხვა, რომ არაფერი ვიცოდე თქვენზე მხოლოდ ამხელა მეგობრობა და ძმაკაცობა საკმარისია თქვენს პატივსაცემად. მიყვარხართ შორიდან და სულ მიყვარხართ :) სხვა, რომ არაფერი ვიცოდე თქვენზე მხოლოდ ამხელა მეგობრობა და ძმაკაცობა საკმარისია თქვენს პატივსაცემად. მიყვარხართ შორიდან და სულ მიყვარხართ :)
22. ადმინებო და სტრაციავ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გთხოვთ რომ ამ ლექსს პოეზია დაუჟანროთ :) ადმინებო და სტრაციავ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გთხოვთ რომ ამ ლექსს პოეზია დაუჟანროთ :)
21. ვერ გადავაკეთე, რა ჯანდაბაა. შეცდომით მივეცი ჟანრი. ვერ გადავაკეთე, რა ჯანდაბაა. შეცდომით მივეცი ჟანრი.
20. ვახ, იუმორისტულიო... ვახ, იუმორისტულიო...
18. გაიხარე როი!!! გაიხარე როი!!!
17. "ყველა პოეტია და საქართველო ქართულად, აჩიკოსი არ იყოს, ბათუმიდან თენდება"__ სწორია ეს და რატომ იცით? ლექსის წერა ბევრს შეუძლია, მაგრამ თქვენნაირი სიყვარული_თითოოროლას. მეამაყებით...
"ყველა პოეტია და საქართველო ქართულად, აჩიკოსი არ იყოს, ბათუმიდან თენდება"__ სწორია ეს და რატომ იცით? ლექსის წერა ბევრს შეუძლია, მაგრამ თქვენნაირი სიყვარული_თითოოროლას. მეამაყებით...
16. ოთარ ფჩხილებში მიმამატე რა :)) გამიტყდა :)) ოთარ ფჩხილებში მიმამატე რა :)) გამიტყდა :))
15. საქართველო ბათუმიდან თენდება–––––– თქვენთან ერთად ბიჭებო :) საქართველო ბათუმიდან თენდება–––––– თქვენთან ერთად ბიჭებო :)
14. ბათუმი თქვენით მიხარია ბიჭებოოოოოოოო!!!!!! გაიხარეთ!!!!! მოგიკითხეთ დიდი სიყვარულიიით!!! ბათუმი თქვენით მიხარია ბიჭებოოოოოოოო!!!!!! გაიხარეთ!!!!! მოგიკითხეთ დიდი სიყვარულიიით!!!
13. რამოდენიმე სტროფით კიარა იმდენი ემოციით მეტია.. როგორ მიხარია აი ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიათ.. რამდენი რამის თქმა მომანდომა ამ ლექსმა ახლა და ვერ ვამბობ.. სულ იყავით და ასე იყავით ბიჭებო.. გენაცვალეთ! რამოდენიმე სტროფით კიარა იმდენი ემოციით მეტია.. როგორ მიხარია აი ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიათ.. რამდენი რამის თქმა მომანდომა ამ ლექსმა ახლა და ვერ ვამბობ.. სულ იყავით და ასე იყავით ბიჭებო.. გენაცვალეთ!
12. რა ღირსებებითაც პოეზიაში გამოირჩევა ეს კაცი, იგივე ღირსებით არის დაჯილდოვებული მეგობრობაშიც... 555 რა ღირსებებითაც პოეზიაში გამოირჩევა ეს კაცი, იგივე ღირსებით არის დაჯილდოვებული მეგობრობაშიც... 555
11. მერე ერთმა პოეტმა დედა - ცას გაურითმა და საერთო ჯამიდან შესვა ლევან დევაძემ. :-S ..
პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
სუხოოო :)
და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს
:) ზაზას :-*
კარგია მართლაც.. იმსახურებდნენ ეს ადამიანები ამ ლექსში "ადგილს" :) მერე ერთმა პოეტმა დედა - ცას გაურითმა და საერთო ჯამიდან შესვა ლევან დევაძემ. :-S ..
პოეზიას აეცრა ალიონზე სულხანიც და მზე ფორთოხალივით ხელის გულზე დაისვა.
სუხოოო :)
და ბათუმი ყვიროდა ზაზა ფირცხალაიშვილს
:) ზაზას :-*
კარგია მართლაც.. იმსახურებდნენ ეს ადამიანები ამ ლექსში "ადგილს" :)
10. და კიდევ ჰო სულ დამავიწყდა, იუმორისტული რო დიგიწერია მაგზე, შეცვალე და და კიდევ ჰო სულ დამავიწყდა, იუმორისტული რო დიგიწერია მაგზე, შეცვალე და
9. თქვენ (როინ აბუსელიძეს, ჰენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, აჩი ბერიძეს, სულხან წულუკიძეს, მინდია ცეცხლაძეს)
ძარღვებში რომ სისხლი გიჩქეფთ მშობლიური სისხლია, ბათუმიდან-თბილისამდე რწმენის გზებით გივლიათ. საქართველო ტაშს გიკრავთ და მკერდში ძმურად გიხუტებთ: მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ, გულში შატბერდს იხუტებთ! თქვენი ლექსი ისეთია ქვას გახეთქავს ბიჭებო, სოხუმშიაც... გაგრაშიაც ვიმღეროთ და ვიჭექოთ. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მკერდში ძმურად გიხუტებთ: მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ, გულში შატბერდს იხუტებთ!.. იმზიანეთ... იდღეგრძელეთ, გაგვამდიდრეთ ლექსებით... კიდევ ბევრჯერ დაგელოცოთ საკუთარი ფესვები!!!
იყოს ეს ლექსი აქ... :)))))) თქვენ (როინ აბუსელიძეს, ჰენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, აჩი ბერიძეს, სულხან წულუკიძეს, მინდია ცეცხლაძეს)
ძარღვებში რომ სისხლი გიჩქეფთ მშობლიური სისხლია, ბათუმიდან-თბილისამდე რწმენის გზებით გივლიათ. საქართველო ტაშს გიკრავთ და მკერდში ძმურად გიხუტებთ: მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ, გულში შატბერდს იხუტებთ! თქვენი ლექსი ისეთია ქვას გახეთქავს ბიჭებო, სოხუმშიაც... გაგრაშიაც ვიმღეროთ და ვიჭექოთ. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მკერდში ძმურად გიხუტებთ: მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ, გულში შატბერდს იხუტებთ!.. იმზიანეთ... იდღეგრძელეთ, გაგვამდიდრეთ ლექსებით... კიდევ ბევრჯერ დაგელოცოთ საკუთარი ფესვები!!!
იყოს ეს ლექსი აქ... :))))))
8. ყველა დროის, საუკეთესო კონტექსტის და ყველაზე ბათუმური ლექსია რაც კი საქართველოს პოეზიის ისტორიაში დაწერილა
მაგრა მიყვარს ეს ლექსი
5 ყველა დროის, საუკეთესო კონტექსტის და ყველაზე ბათუმური ლექსია რაც კი საქართველოს პოეზიის ისტორიაში დაწერილა
მაგრა მიყვარს ეს ლექსი
5
7. გენაცვალე ძალიან კარგი პოეტი და მეგობარი ხარ როი :) ბიჭებს მოკითხვა .. მენატრებით :)
5
გენაცვალე ძალიან კარგი პოეტი და მეგობარი ხარ როი :) ბიჭებს მოკითხვა .. მენატრებით :)
5
6. ოთარ რამოდენიმე სტროფით მეტია ეს ლექსი ახლა :) ოთარ რამოდენიმე სტროფით მეტია ეს ლექსი ახლა :)
5. ვგიჟდები, გიჟდები, გიჟდებიან! :)
5 ვგიჟდები, გიჟდები, გიჟდებიან! :)
5
4. ვიცი ეს ლექსი, მაგარი ლექსია! მაგარ ადრესატებს ეძღვნება მაგარი ავტორისგან! 55555555555555555 ვიცი ეს ლექსი, მაგარი ლექსია! მაგარ ადრესატებს ეძღვნება მაგარი ავტორისგან! 55555555555555555
3. გენაცვალე ! გენაცვალე !
2. გენაცვცალე როი გენაცვცალე როი
1. გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
გენიალურიაა ბრავოო სულ მიხარია აქ ყოფნა და მიყვარს ეს გვერდი +2 :) გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა, ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია, წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ, ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!
გენიალურიაა ბრავოო სულ მიხარია აქ ყოფნა და მიყვარს ეს გვერდი +2 :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|