ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
4 თებერვალი, 2011


საქორწინო კონტრაქტი 1(ქალების საკითხავი) ;)

                                                      1.საერთო დებულებები
1.1.ეს ხელშეკრულება საქ.სამოქალაქო კოდექსის 1172-1181მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს.
1.2.ხელშეკრულების მხარეებს შეადგენენ ერთი მხრივ ქმარი-ოჯახის თავი და ცოლი(ოჯახის კისერი)
1.3.ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია განქორწინებამდე.



                                              2.მეუღლეთა პირადი ურთიერთობანი.
2.1.ქმარი მოვალეა შეუქმნას ცოლს ყველანაირი პირობა,რათა ცოლი ყოველთვის გამოიყურებოდეს მიმზიდველად.(მათ შორის უცხო მამაკაცებისთვისაც)
2.2.ცოლის ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე.
2.3.ცოლს აქვს უფლება მოსთხოვოს ქმარს ყოველდღიურად განუსაზღვრელი რაოდენობის თანხა.
2.4.ქმარი მოვალეა ცოლს ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაუტაროს ფეხების მასაჟი.
2.5.ქმარი(უკიდურეს შემთხვევაში დედამთილი ან მული)ვალდებულია დილას,ახალგაღვიძებულ ცოლს მიართვას ლოგინში ახალგამოწურული წვენი,ყავა და მიმართოს ცოლს ათასგვარი საალერსო სიტყვებით.
2.6.ქმარი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ცოლის ყველა მეგობარს,დედას,მამას,ძმას,დას და ყველა ნათესავს,მათ შორის საყვარელსაც(თუ რა თქმა უნდა ცოლს აქვს სურვილი იყოლიოს საყვარელი ხანდახან გართობის მიზნით).არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან-მიზეზით:-"ჩავალ რამეს ამოვიტან,თორემ უხერხულია”.(ამ მუხლის მიზნებისათვის სტუმრებად არ ითვლებიან დედამთილი,მამამთილი,მული,მაზლი და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ქმრის ნათესავები)
2.7.ცოლს აქვს უფლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი დროით ისეირნოს მეგობრებში,მეგობრებთან ერთად კინოში,თეატრში,ბარში,კაზინოში,ღამის კლუბში)ქმრის ნებართვის გარეშე.
2.7.1.ცოლს აქვს უფლება მოითხოვოს ,რომ ოჯახში ყოველთვის ხვდებოდეს სადილი,ვახშამი(პირველი,მეორე,დესერტის ჩათვლით),არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას.
2.7.2.იმ შემთხვევაში თუ ამ ვალდებულებას დედამთილი იკისრებს,ქმარი ვალდებულია შეასრულოს დეგუსტატორის როლი.
2.8.ნებისმიერი სადაო საკითხი ოჯახში ან სასამართლოში უნდა გადაწყდეს ცოლის სასარგებლოდ.
2.9.ქმარს გააჩნია სუნთქვის უფლება და თანაც განუსაზღვრელი ოდენობითა და ვადით,გარდა ამისა ქმარს გააჩნია წყლის დალევის უფლება,ოღონდ გარკვეული გრაფიკით,დილის 11:00 დან 11:30 მდე და საღამოს 17:00 დან 17:02 მდე.
2.10.ქმარი ვალდებულია მუშაობდეს და ამასთან მხოლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში.
2.11.ქმარი ვალდებულია ყოველდღიური სახსრების გარდა,ცოლს ხელფასის აღებისას გადასცეს მისი 98%,ყოველგვარი შეკამათების გარეშე.
2.12.ქმარი ვალდებულია სამსახურში წასვლის წინ,სამუშაო დღის განმავლობაში და ასევე საღამოს,აცნობოს ცოლს  გადაადგილების გეგმა.იმ შემთხვევაში თუ ცოლი წინააღმდეგი იქნება ქმრის რომელიმე მარშუტისა,დაუყოვნებლივ აღკვეთოს იმ მიმართულებით გადაადგილება.
2.13.ქმარს უფლება აქვს  ჰქონდეს ნათესავებთან თვეში არაუმეტეს სამი შეხვედრისა,რის შესახებაც მან წინასწარ წერილობითი განცხადებით  უნდა აცნობოს ცოლს ორი დღით ადრე,რომელსაც შეუძლია საპატიო მიზეზით,ან უმიზეზოდ აკრძალოს ეს შეხვედრა.
2.14.ქმრის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის-წახალისების სახეებია:-
ა)მადლობის გამოცხადება;
ბ)სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
გ)წყლის დალევის გრაფიკის გაზრდა;
დ)ოჯახის წევრებთან დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემა.
ე)კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად წასვლა.

                                               
                                                        3.მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობანი
3.1.ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება და/ან მატერიალური აქტივი,რაც ოჯახს მიემატება,წარმოადგენს ცოლის საკუთრებას,მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წყაროსი.
3.2.განქორწინებისას,მიუხედავად იმისა ეს ცოლის ინიციატივით მოხდება  თუ არა,ქმარი ვალდებულია აუნაზღაუროს ცოლს მატერიალური და მორალური ზიანი ყოველთვიური გადასახადის სახით 500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში,ქორწინების ყოველ დღეზე..



                                                                4.დასკვნითი დებულებები.
4.1. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად.მეუღლეებს გადაეცემათ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი.ყოველ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
4.2.ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულებაში შესაძლებელია მხოლოდ ცოლის გადაწყვეტილებით,ქმრის თანხმობა არ მოითხოვება.
4.3.იმ შემთხვევაში,თუ ქმარი უარს აცხადებს ამ ხელშეკრულების პირობებზე  და არ სურს ხელის მოწერა,ქალს აქვს უფლება მოხერხებულად სწვდეს თმებში და ხელის მკვეთრი მოძრაობით ახეთქებინოს თავი იატაკზე,მიზანშეწონილია წიხლის გამოყენებაც მანამ,სანამ არ დათანხმდება ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ხელმოწერა:-



პ.ს.სავარაუდოდ იქნება საპირისპიროც ;)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები